-
სამკერდეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სამკერდის ქსოვილი, როგორც ჩანს, სიგრძით ერთი წყრთა, სიგანით კი ერთი მტკაველი იყო და როცა იკეცებოდა, კვადრატულ ჯიბეს ქმნიდა, რომელშიც შესაძლოა ურიმსა და თუმიმს ინახავდნენ. სამკერდის წინა მხარე შემკული იყო ოქროს ბუდეებში ჩასმული ოთხ რიგად ჩამწკრივებული 12 ძვირფასი ქვით. თითოეულ რიგში სამ-სამი ქვა იყო. ქვებზე ამოკვეთილი იყო ისრაელის თორმეტი ტომის სახელები, თითოზე თითო (გმ. 28:15—21, 28; 39:8—14; ლვ. 8:8). შესაძლოა, რიგებში თვლები განლაგებული იყო მარჯვნიდან მარცხნივ (ისე, როგორც ებრაული დამწერლობა იკითხება). დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომელი ძვირფასი ქვა შეესაბამებოდა ამა თუ იმ ტომს (იხ. სტატიები ძვირფასი ქვების სახელწოდებებით).
-
-
იასპი [განთავსდება მოგვიანებით]წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იასპი [განთავსდება მოგვიანებით]
-