-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 მარტი
-
-
მოსე თავის ცოლ-შვილთან — ციფორასთან, გერშომთან და ელეაზართან — ერთად ეგვიპტეში მიდიოდა, როცა ასეთი რამ შეემთხვათ: «იყო გზაზე ღამის სათევში, და შეხვდა მას უფალი და დაუპირა მოკვლა. და აიღო ციფორამ კაჟი და დაუცვითა ჩუჩა შვილს და ფერხთით დაუგდო, და თქვა: „სისხლის სიძე ხარ შენ ჩემთვის“. და მოცილდა უფალი მას, და მაშინ ციფორამ თქვა: „სისხლის სიძე წინადაცვეთის გამო“» (გამოსვლა 4:24—26). მართალია, ეს მონაკვეთი ბუნდოვანია და შეუძლებელია მისი ზუსტად ახსნა, მაგრამ საღვთო წერილი გარკვეულწილად მაინც ჰფენს შუქს ამ მუხლებს.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 მარტი
-
-
ციფორას სიტყვები „სისხლის სიძე ხარ ჩემთვის“ ნამდვილად უცნაურია. რას გვეუბნება ეს ფრაზა ციფორაზე? წინადაცვეთასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებით, ციფორამ იეჰოვასთან დადებული შეთანხმება აღიარა. მოგვიანებით ღვთის მიერ ისრაელებთან რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმებიდან გამოჩნდა, რომ დამყარებულ ურთიერთობაში იეჰოვა, ასე ვთქვათ, ქმრის როლს ასრულებდა, მეორე მხარე კი — ცოლისას (ესაია 54:1, 5). აქედან გამომდინარე, ციფორამ შეთანხმებისადმი მორჩილება გამოხატა, როცა იეჰოვას (ანგელოზის მეშვეობით) მიმართა და „სისხლის სიძე“ უწოდა. ამით მან, ასე ვთქვათ, თანხმობა განაცხადა ცოლის მდგომარეობაზე წინადაცვეთასთან დაკავშირებული შეთანხმებით დამყარებულ ურთიერთობაში, რომელშიც იეჰოვა ქმრის როლს ასრულებდა. როგორც უნდა ყოფილიყო, ღვთის მოთხოვნისადმი მორჩილების ნიშნად ციფორას მიერ მიღებული ზომების გამო, მისი ვაჟის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დამუქრებია.
-