-
ლაშქარიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ისრაელთა ლაშქარი. 400-ზე მეტი წლის შემდეგ ისრაელმა ერმა სასწრაფოდ დატოვა ეგვიპტე. ისინი კარგად ორგანიზებულ რაზმებად, შესაძლოა, ხუთ ნაწილად დაყოფილი (მოწინავე რაზმი, ზურგის რაზმი, მთავარი ძალები და ორი ფლანგი) გამოვიდნენ იქიდან (გმ. 6:26; 13:18). მათ დაედევნა ეგვიპტელთა ჯარი „ექვსასი რჩეული ეტლითა“ და ეგვიპტელთა დანარჩენი ეტლებით. როგორც წესი, ეტლში სამი კაცი იყო, ერთი ცხენებს მართავდა, ორი კი იბრძოდა. სავარაუდოდ, ეს ორი კაცი მშვილდოსნები იყვნენ, რადგან ეგვიპტელთა თავდასხმის ძირითადი იარაღი სწორედ მშვილდი იყო. მათთან ერთად გამოვიდნენ მხედრებიც (გმ. 14:7, 9, 17). იოსებ ფლავიუსის თანახმად („იუდეველთა სიძველენი“, წ. II, თ. 15, აბზ. 3), ებრაელებს დადევნებული ეგვიპტელთა ჯარი შედგებოდა 600 ეტლისგან, 50 000 მხედრისგან და მძიმედ შეიარაღებული 200 000 ქვეითისგან (იხ. მხლებელი).
-
-
ბანაკიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ისრაელთა ბანაკი. ეგვიპტიდან ისრაელები ქაოსურად არ გამოსულან, ისინი კარგად ორგანიზებულ რაზმებად გამოვიდნენ, როგორც ეს იეჰოვას ლაშქარს შეეფერებოდა (გმ. 13:18; 12:41; 6:26). როგორც ჩანს, ხალხი ჯარის მსგავსად დაყოფილი იყო ხუთ ნაწილად: მოწინავე რაზმი, მთავარი ძალები, ზურგის რაზმი და ორი ფლანგი. იმ დროისთვის ისრაელებში ისევ პატრიარქალური წყობა იყო, რაც მსვლელობის დროს ტომებისა და საგვარეულოების განლაგებაში ჩანდა. მაშინდელი წესის მიხედვით, მსახურები, მონები და ოჯახს მიკედლებული სხვა ხალხი სახლეულობის ნაწილად ითვლებოდნენ. ამგვარად, ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, როგორც ჩანს, სხვადასხვა ტომს, საგვარეულოსა თუ ოჯახს „უამრავი ჭრელი ხალხი“ ახლდა (გმ. 12:38; რც. 11:4; კნ. 29:11).
-