‘თქვენ წმიდები უნდა იყოთ, რადგან წმიდა ვარ მე’
„წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი“ (ლევიანნი 19:2).
1. რომელი ადამიანები არიან წმინდებად აღიარებული წუთისოფელში?
წუთისოფლის რელიგიათა უმეტესობა მრავალს წმინდად მიიჩნევს. ინდოელ მონაზონ დედა ტერეზას, ხშირად, როგორც წმინდას ისე მოიხსენიებენ იმის გამო, რომ მან მთელი თავისი სიცოცხლე ღარიბ-ღატაკებს უძღვნა. პაპს „წმინდა მამას“ უწოდებენ. თანამედროვე კათოლიკური მოძრაობის დამაარსებელი ოპუს დაი, ხოსემარია ისკრიბა, ზოგიერთი კათოლიკის მიერ აღიარებულია „სიწმინდის ნიმუშად“. განდის დიდი პატივით უწოდეს წმინდა ადამიანი. ბუდიზმს თავისი წმინდა ბერები ჰყავს და ისლამს წმინდა წინასწარმეტყველები. მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს იყო წმინდა?
2, 3. ა) რას ნიშნავს სიტყვები „წმინდა“ და „სიწმინდე“? ბ) რომელ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი?
2 სიტყვა „წმინდა“ განიმარტება, როგორც: „1. . .ღვთიურ ძალასთან დაკავშირებული; საღმრთო. 2. თაყვანსაცემად ან პატივსაცემად მიჩნევა ან აღიარება. . . 3. მკაცრი ან მაღალი რელიგიური თუ სულიერი სისტემის თანახმად ცხოვრება. . . 4. განკუთვნა ან განცალკევება რელიგიური მიზნით“. ბიბლიურ კონტექსტებში სიწმინდე ნიშნავს „რელიგიურ სისუფთავეს ან სისპეტაკეს; საღმრთოს“. ბიბლიის ცნობარის (Insight on the Scriptures) თანახმად, „თავდაპირველი ებრაული [სიტყვა] ქოʹდჰეშ აგრეთვე განმარტოების, განსაკუთრებულობის, ანუ ღვთის გულისთვის განწმენდის აზრს შეიცავს. . . მდგომარეობას, როდესაც განკუთვნილი ხარ ღვთისადმი მსახურებისთვის“a.
3 ისრაელ ერს ებრძანა, რომ ყოფილიყო წმინდა. ღვთის კანონში ნათქვამი იყო: „მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა“. ვინ იყო სიწმინდის წყარო? როგორ შეეძლოთ არასრულყოფილ ისრაელებს გამხდარიყვნენ წმინდა? რის სწავლა შეიძლება დღეს იმ გაკვეთილიდან, რომ იეჰოვა სიწმინდისკენ მოგვიწოდებს? (ლევიანნი 11:44).
როგორ დაუკავშირდა ისრაელი სიწმინდის წყაროს
4. როგორ იყო იეჰოვას სიწმინდე ნაჩვენები ისრაელში?
4 ყოველივეს, რაც დაკავშირებულია იეჰოვასადმი ისრაელიანთა თაყვანისმცემლობასთან, უნდა თვლიდნენ და ეპყრობოდნენ წმინდად. რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვა თავად არის სიწმინდის საწყისი და წყარო. მოსეს ჩანაწერი წმინდა კარვის, შესამოსელისა და მორთულობის მომზადებისთვის მთავრდებოდა შემდეგი სიტყვებით: „გააკეთა ჯიღა — სიწმიდის გვირგვინი — ხალასი ოქროსაგან და ამოტვიფრა მასზე წარწერა, როგორც ბეჭედზე: უფლის სიწმიდე“. ეს ხალასი ოქროს ჯიღა დამაგრებული იყო მღვდელმთავრის შესამოსელზე და ეს ნიშნავდა, რომ გამოყოფილი იყო განსაკუთრებული სიწმინდის მსახურებისთვის. როდესაც მასზე მოხატული მბრწყინავი ნიშნები მზის სხივებზე იძლეოდა დამოწმებას, ისრაელებს რეგულარულად შეახსენებდა, რომ იეჰოვა წარმოადგენს წმინდას (გამოსვლა 28:36; 29:6; 39:30).
5. როგორ შეიძლებოდა არასრულყოფილი ისრაელი წმინდად მიჩნეულიყო?
5 მაგრამ, რა შემთხვევაში გახდებოდნენ ისრაელები წმინდა? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლო ურთიერთობას დაამყარებდნენ იეჰოვასთან და წმინდა თაყვანისმცემლობა ექნებოდათ მის მიმართ. მათ ესაჭიროებოდათ ზუსტი შემეცნება უდიდესი ‘წმიდის’ შესახებ, რათა წმინდად ეცათ თაყვანი როგორც ფიზიკური, აგრეთვე სულიერი სიწმინდით (იგავნი 2:1–6; 9:10). ისრაელებს, ამასთანავე, წმინდა აღძვრებითა და წმინდა გულით უნდა ეცათ თაყვანი ღვთისთვის. ყოველი თვალთმაქცური თაყვანისმცემლობა არასასიამოვნოა იეჰოვასთვის (იგავნი 21:27).
რატომ დაგმო იეჰოვამ ისრაელი
6. როგორ ეპყრობოდნენ იეჰოვას ტაბლას მალაქიას თანამედროვე ებრაელები?
6 ამის ნათელი ილუსტრაცია იყო მაშინ, როდესაც ისრაელებს გულცივად მიჰქონდათ ტაძარში უვარგისი, ცუდი შესაწირავი. იეჰოვამ, თავისი წინასწარმეტყველის, მალაქიას მეშვეობით დაგმო მათი არასრულფასოვანი შესაწირავები: „არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი. . . თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი შესაზიზღიაო საჭმელად. ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო. და გძულთ იგი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული; ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ — როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? ამბობს უფალი“ (მალაქია 1:10, 12, 13).
7. რომელ უწმინდურ საქმეებს სჩადიოდნენ ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში ებრაელები?
7 ებრაელთა ცრუ ჩვეულებები რომ დაეგმო, ღმერთმა გამოიყენა მალაქია, რომელიც შესაძლოა ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში წინასწარმეტყველებდა. მღვდლები კარგ მაგალითს არ იძლეოდნენ და მათი საქციელი ნამდვილად არ იყო წმინდა. ხალხსაც ასეთი გზა ჰქონდა არჩეული და ღვთის პრინციპების მიმართ არ იჩენდა ერთგულებას, ამან მრავალი იქამდე დაიყვანა, რომ თავიანთ ცოლებს ეყრებოდნენ, რათა უფრო ახალგაზრდა, უცხო ქვეყნის ქალები მოეყვანათ. მალაქია წერდა: „მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატეb; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო. . . გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს. რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი“ (მალაქია 2:14–16).
8. განქორწინებასთან დაკავშირებულმა თანამედროვე თვალსაზრისმა როგორი ზეგავლენა მოახდინა ზოგიერთებზე ქრისტიანულ კრებებში?
8 დღეს მრავალ ქვეყანაში, სადაც განქორწინება ადვილად ხდება, განქორწინებათა რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა. ამან თვით ქრისტიანულ კრებაზეც მოახდინა გავლენა. იმის ნაცვლად, რომ პრობლემის გადასაწყვეტად დახმარება უხუცესებთან ეძიათ და მთელი ძალებით ეცადათ, თავიანთი ქორწინება წარმატებული ყოფილიყო, ზოგიერთმა ძალიან იჩქარა განქორწინების საკითხში. ამის გამო კი, ხშირად, ბავშვებს უწევთ მძიმე ემოციური ტვირთის ზიდვა (მათე 19:8, 9).
9, 10. როგორ უნდა ავირეკლოთ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა?
9 როგორც ზემოთ განვიხილეთ, მალაქიას დროს გამეფებული სავალალო მდგომარეობის გამო იეჰოვამ პირდაპირ დაგმო იუდეის უგულო თაყვანისმცემლობა და ნათლად თქვა, რომ მხოლოდ წმინდა თაყვანისმცემლობას მიიღებდა. ნუთუ არ უნდა გააღვიძოს ამან ჩვენში იმის სურვილი, რომ ავირეკლოთ ჩვენი სათაყვანებელი იეჰოვა ღმერთის, უზენაესი უფლის, ჭეშმარიტი სიწმინდის საწყისის თვისება? ვწირავთ თუ არა იეჰოვას ნამდვილად წმინდა მსახურებას? ვიცავთ თუ არა საკუთარ თავს სულიერად სუფთა მდგომარეობაში?
10 ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენგან სრულყოფილება მოითხოვება, რაც შეუძლებელია, და არც იმას, რომ საკუთარი თავი სხვებს შევადაროთ. ეს ნიშნავს, რომ ყოველმა ქრისტიანმა ღმერთს შესთავაზოს თაყვანისმცემლობისთვის ის, რაც მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე საუკეთესოა, რის საშუალებასაც პირადად მისი პიროვნული მდგომარეობა იძლევა. ეს შეეხება ჩვენი თაყვანისმცემლობის ხარისხს. ჩვენი საღვთო მსახურება უნდა იყოს რაც შეიძლება საუკეთესო — წმინდა. როგორ შეიძლება ამის განხორციელება? (ლუკა 16:10; გალატელთა 6:3, 4).
წმინდა გული წმინდა თაყვანისმცემლობის საწინდარია
11, 12. სად არის უწმინდური მოქმედებების სათავე?
11 იესო საკმაოდ გასაგებად ასწავლიდა, რომ რაც არის ადამიანის გულში, ნათელი ხდება მისი საუბრითა და მოქმედებებით. იესომ თავიანთ თვალში მართალ, მაგრამ სინამდვილეში უწმინდურ ფარისევლებს უთხრა: „იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი“. მოგვიანებით მან ახსნა, რომ ბოროტი მოქმედებები გამოწვეულია გულში ჩაბუდებული ბოროტი ფიქრებით, ანუ შინაგანი პიროვნებით. მან თქვა: „ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს“ (მათე 12:34; 15:18–20).
12 ეს გვეხმარება გავიგოთ, რომ უწმინდური მოქმედებები არ არის მხოლოდ უნებლიე ან წინასწარი საფუძვლის არმქონე. ასეთი მოქმედებები არის ბილწი ფიქრების შედეგი, რომლებიც ჩაბუდებულია გულში — საიდუმლო სურვილები და შესაძლოა ფანტაზიები. აი, რატომ თქვა იესომ: „გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო’. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მრუშობა და სიძვა იმ დრომდე იდგამს ღრმად გულში ფესვებს, სანამ პიროვნება რამეს ჩაიდენდეს. შემდეგ, როდესაც შეიქმნება ხელსაყრელი სიტუაცია, უწმინდური ფიქრები უწმინდურ მოქმედებად გადაიქცევა. მრუშობა, სიძვა, სოდომია, ქურდობა, ღვთისგმობა და განდგომილება ამის ცხად შედეგს წარმოადგენს (მათე 5:27, 28; გალატელთა 5:19–21).
13. რომელია ზოგიერთი მაგალითი იმისა, თუ უწმინდური ფიქრები როგორ წარმოშობს უწმინდურ მოქმედებებს?
13 ზემოთ მოხსენიებული სიტუაციის ილუსტრირება მრავალნაირად არის შესაძლებელი. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში კაზინოები სოკოებივით მომრავლდა, რის შედეგადაც აზარტული თამაშით გატაცების შესაძლებლობები იზრდება. პიროვნება შესაძლოა გამოიცადოს ასეთი თამაშით, რომელიც ვითომდა ფინანსური პრობლემებიდან გამოსავალს იძლევა. მაცდურმა ფიქრებმა შეიძლება ისე გაიტაცოს ძმა, რომ თავის მართლების დროს უარყოს ბიბლიური პრინციპებიc. მეორე მაგალითი: ქრისტიანს, რომლისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომია პორნორგაფია, ეს სატელევიზიო გადაცემებით იქნება თუ ვიდეოთი, კომპიუტერებითა თუ წიგნებით, ასეთმა მოქმედებამ შეიძლება შედეგად უწმინდური მოქმედება ჩაადენინოს. ამისთვის საკმარისია უარყოს თავისი სულიერი ჯავშანი და ვიდრე გონს მოვა, უკვე უზნეობა ექნება ჩადენილი. უმეტეს შემთხვევაში, ცოდვაში ჩავარდნა იწყება გონებით. დიახ, მსგავს შემთხვევაზე სრულდება იაკობის სიტყვები: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15; ეფესელთა 6:11–18).
14. როგორ გამოიცვალა ზოგიერთი, რომლებიც უწმინდურად იქცეოდნენ?
14 საბედნიეროდ, მრავალმა ქრისტიანმა, რომლებმაც ცოდვა წინასწარ განუზრახველად ჩაიდინეს, აჩვენა, რომ ჭეშმარიტად ინანიებდა ჩადენილს და უხუცესებს ჰქონდათ საშუალება სულიერად აღედგინათ ისინი. თვით მათ, რომლებიც გაირიცხნენ იმის გამო, რომ არ ინანიებდნენ ჩადენილს, საბოლოოდ, მოუხმეს გონებას და კვლავ აღდგნენ კრებებში. ისინი მიხვდნენ, თუ რამდენად იოლია მოექცე სატანის გავლენაში, როდესაც ნებაზე უშვებ, რომ უწმინდურმა ფიქრებმა გულში გაიდგას ფესვები (გალატელთა 6:1; 2 ტიმოთე 2:24–26; 1 პეტრე 5:8, 9).
განსაცდელი — საკუთარი უსუსურობის პირისპირ ყოფნა
15. ა) რატომ გვიწევს საკუთარი უსუსურობის პირისპირ ყოფნა? ბ) რა დაგვეხმარება საკუთარი სისუსტეების გამოსაცნობად?
15 ჩვენ მთელი ძალებით უნდა ვეცადოთ, გავიგოთ, თუ სინამდვილეში როგორია ჩვენი გული. ვართ თუ არა მზად, თვალი გავუსწოროთ საკუთარ უსუსურობას, გავიცნობიეროთ და შემდეგ ვიმუშაოთ, რომ ვძლიოთ მას? ვართ თუ არა მზად, ვკითხოთ გულწრფელ მეგობარს რჩევა, თუ როგორ შეგვიძლია გავუმჯობესდეთ და შემდეგ შევისმინოთ რჩევა? წმინდად რომ დავრჩეთ, უნდა ვძლიოთ ჩვენს შეცდომებს. რატომ? სატანამ იცის ჩვენი სისუსტეები. ის გამოიყენებს ოსტატურ საშუალებებს, რომ ჩაგვითრიოს ცოდვასა და უწმინდურ მოქმედებაში. ის მზაკვრული მოქმედებებით ცდილობს, ჩამოგვაცილოს ღვთის სიყვარულს ისე, რომ აღარ ვიყოთ განწმედილი და გამოსადეგი იეჰოვასადმი მსახურებაში (იერემია 17:9; ეფესელთა 6:11; იაკობი 1:19).
16. რა წინააღმდეგობები ჰქონდა პავლეს?
16 პავლე მოციქულსაც ჰქონდა გამოცდები და განსაცდელი, რასაც თავად ამბობდა რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება — არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. . . შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომაელთა 7:18–23).
17. როგორ გაიმარჯვა პავლემ საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლაში?
17 ახლა პავლეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ პავლე აღიარებდა თავის სისუსტეებს. მიუხედავად ამისა, მას შეეძლო ეთქვა: „შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული“. პავლეს უყვარდა ის, რაც კარგი იყო, ხოლო ცუდი კი სძულდა. მაგრამ მას კვლავ უწევდა ბრძოლა, ის იმავე ბრძოლას ეწეოდა, როგორ ბრძოლასაც ჩვენ დღეს ვეწევით — ბრძოლა სატანის, ქვეყნიერებისა და სხეულის წინააღმდეგ. მაშასადამე, როგორ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ბრძოლაში, დავრჩეთ წმინდა, გამოვეყოთ ამ წუთისოფელს და მისეულ აზროვნებას? (2 კორინთელთა 4:4; ეფესელთა 6:12).
როგორ შეგვიძლია დავრჩეთ წმინდა?
18. როგორ შეგვიძლია დავრჩეთ წმინდა?
18 სიწმინდე არ მიიღწევა ყველაზე ადვილი მოქმედებების კურსის არჩევით ან თვითშემწყნარებლობით. ასეთი ადამიანი ყოველთვის გამონახავს საპატიო მიზეზს თავისი მოქმედებებისთვის და შეეცდება ნებისმიერი დაადანაშაულოს. ალბათ, გვესაჭიროება ვისწავლოთ, პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენს მოქმედებებზე და არ დავემსგავსოთ მათ, რომლებიც აცხადებენ, რომ ბედი მათ წინააღმდეგ თამაშობს, ოჯახის წარსულის ან წარმომავლობის გამო. მაგრამ ყოველივეს ფესვები არის პიროვნების გულში. უყვარს თუ არა მას სამართლიანობა? ილტვის სიწმინდისკენ? სურს ღვთის კურთხევა? ფსალმუნმომღერალი ნათელს ხდის სიწმინდისკენ სწრაფვას შემდეგი სიტყვებით: „ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას“. პავლე მოციქული წერდა: „სიყვარული იყოს უთვალთმაქცო, განერიდეთ ბოროტებას და მიეკარით კეთილს“ (ფსალმუნი 33:15; 96:10; რომაელთა 12:9).
19, 20. ა) როგორ შეგვიძლია სტიმული მივცეთ ჩვენს გონებას? ბ) რას შეიცავს ეფექტური პირადი შესწავლა?
19 ჩვენ შეგვიძლია ‘მივეკრათ კეთილს’, თუ საკითხს იეჰოვას თვალსაზრისით შევხედავთ და, თუ გვაქვს ქრისტეს აზრი (1 კორინთელთა 2:16). როგორ არის ეს შესაძლებელი? ღვთის სიტყვის რეგულარული სწავლითა და შესწავლილზე ფიქრით. რამდენად ხშირად იყო მოცემული ეს რჩევა! მაგრამ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით ამ რჩევას? მაგალითად, სანამ დაიწყება შეხვედრა, მთელი გულისყურით სწავლობ ჟურნალს და ნახულობ ბიბლიურ მუხლებს? შესწავლაში ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ყოველი აბზაცის რამდენიმე ფრაზის ქვეშ ხაზის გასმას. შესასწავლი სტატიის ჩაკითხვასა და ზოგიერთი წინადადების ქვეშ ხაზის გასმას მიაქვს მხოლოდ 15 წუთი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სტატია შევისწავლეთ? სინამდვილეში, ყოველი შემოთავაზებული სტატიის შესწავლასა და სულიერად სასარგებლოს ათვისებას ესაჭიროება ერთი ან ორი საათი.
20 შესაძლოა ჩვენ გვესაჭიროება, ვასწავლოთ საკუთარ თავს, რომ კვირაში რამდენიმე საათით მოვცილდეთ ტელევიზორს და ნამდვილად მოვახდინოთ კონცენტრაცია საკუთარ სიწმინდეზე. რეგულარული შესწავლა გვზრდის სულიერად და სტიმულს აძლევს ჩვენს გონებას, რომ გამოვიტანოთ სწორი გადაწყვეტილებები — გადაწყვეტილებები, რომლებიც ‘წმიდა ქცევისა და ღვთისმოსაობის’ საწინდარია (2 პეტრე 3:11; ეფესელთა 4:23; 5:15, 16).
21. რომელ კითხვაზე უნდა გაიცეს პასუხი?
21 ახლა წამოიჭრება კითხვა: ჩვენ, როგორც ქრისტიანები, კიდევ რა საქმიანობასა და მოქმედებაში უნდა ვიყოთ, ისეთივე წმინდა, როგორც იეჰოვაა წმინდა? შემდეგი სტატია გვთავაზობს მსჯელობისთვის ფასეულ საკითხებს.
[სქოლიოები]
a ბიბლიის ცნობარის ეს ორტომიანი ნაშრომი გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ, ნიუ-იორკი.
b დამატებითი განხილვისთვის, თუ რა იგულისხმება „ღალატში“ იხილე 1994 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“ გვერდი 21, „როგორი გაყრა სძულს ღმერთს?“ (ინგლ.).
c დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ რატომ არის აზარტული თამაშები უწმინდური მოქმედება, იხილე 1994 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“ გვერდები 14, 15, რომელიც გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ, ნიუ-იორკი.
გახსოვს თუ არა შენ?
◻ როგორ იქნა გამოცნობილი სიწმინდის წყარო ისრაელში?
◻ რა მხრივ იყო მალაქიას დროს ისრაელთა თაყვანისმცემლობა უწმინდური?
◻ სად აქვს უწმინდურ მოქმედებას საწყისი?
◻ რა უნდა შევიგნოთ იმისთვის, რომ ვიყოთ წმინდა?
◻ როგორ შეგვიძლია დავრჩეთ წმინდა?