58-ე გაკვეთილი
ყოველმხრივ უერთგულეთ იეჰოვას
ნამდვილი ქრისტიანები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ იეჰოვასთან მათ ურთიერთობას ბზარი არ გაუჩნდეს. დარწმუნებული ვართ, თქვენც მსგავსი განწყობა გაქვთ. იეჰოვაც ძალიან აფასებს თქვენს ერთგულებას (წაიკითხეთ 1 მატიანის 28:9). მაგრამ როდის შეიძლება გახდეს რთული ერთგულების შენარჩუნება და რა დაგეხმარებათ, ასეთ დროს სწორად მოიქცეთ?
1. ვინ შეიძლება გამოსცადოს იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება?
ზოგიერთი ადამიანი შეეცდება, უარი გვათქმევინოს იეჰოვას მსახურებაზე. ვინ შეიძლება მოიქცეს ასე? მაგალითად, ისინი, ვინც ზურგი აქციეს იეჰოვას და მის ორგანიზაციაზე სიცრუეს ავრცელებენ, რათა რწმენა დაგვინგრიონ. ასეთ ადამიანებს „განდგომილები“ ეწოდებათ. ამასთანავე, ზოგი რელიგიური წინამძღოლიც მცდარ ინფორმაციას ავრცელებს ჩვენზე, რათა ისინი, ვინც არ ფრთხილობენ, ღმერთს ჩამოაშორონ. ჩვენთვის სახიფათო იქნება, თუ ასეთ ადამიანებთან შევალთ პოლემიკაში, გავეცნობით მათ წიგნებს, ბლოგებსა თუ ვებგვერდებს ან ვუყურებთ მათ ვიდეოებს. იესომ ასეთ ხალხზე თქვა: „თავი დაანებეთ მათ, ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება“ (მათე 15:14).
2. რამ შეიძლება გამოსცადოს იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება?
იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, საერთო არაფერი გვქონდეს ცრუ რელიგიასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ისეთ სამუშაოზე ვიმუშაოთ, არც ისეთი ორგანიზაციის წევრი გავხდეთ და არც ისეთ საქმიანობაში ჩავებათ, რომელსაც ცრუ რელიგიასთან აქვს კავშირი. იეჰოვა მოგვიწოდებს: „გამოდით დიდი ბაბილონიდან, ჩემო ხალხო“ (გამოცხადება 18:2, 4).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ რწმენა ვერავინ შეგირყიოთ და უერთგულოთ იეჰოვას. გაიგებთ იმასაც, რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვასადმი ერთგულებას იჩენთ, თუ „დიდ ბაბილონთან“ ყოველგვარ კავშირს წყვეტთ.
3. უფრთხილდით ცრუმასწავლებლებს!
როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, თუ ვინმე იეჰოვას ორგანიზაციაზე უარყოფითად საუბრობს? წაიკითხეთ იგავების 14:15 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ არ უნდა გვჯეროდეს ყველაფერი, რასაც ვისმენთ?
წაიკითხეთ 2 იოანეს 9-11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს განდგომილების მიმართ?
როგორ შეიძლება განდგომილების გავლენაში მოვექცეთ მაშინაც კი, თუ პირადად არ გვაქვს მათთან ურთიერთობა?
თქვენი აზრით, რას იგრძნობს იეჰოვა, თუ ყურს დავუგდებთ მათ, ვინც იეჰოვასა და მის ორგანიზაციაზე კრიტიკულად საუბრობს?
4. უერთგულეთ იეჰოვას, როცა თანაქრისტიანი სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გავიგებთ, რომ კრებაში ვინმემ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა? მოდი განვიხილოთ, რა პრინციპის დანახვა შეგვიძლია ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონიდან. წაიკითხეთ ლევიანების 5:1.
როგორც ამ მუხლიდან ჩანს, თუ გავიგებთ, რომ ვინმემ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, ამის შესახებ უხუცესებს უნდა შევატყობინოთ. მაგრამ სჯობს, ჯერ თავად შემცოდველი აღძრათ, მივიდეს უხუცესებთან და აღიაროს ცოდვა. ასე სიყვარულს გამოავლენთ მის მიმართ. თუ ის არ გადადგამს ამ ნაბიჯს, მაშინ თქვენ უნდა უთხრათ ამის შესახებ უხუცესებს. ამგვარად ერთგულებას დაუმტკიცებთ იეჰოვას. თუ ასე მოიქცევით, როგორ აჩვენებთ, რომ გიყვართ . . .
იეჰოვა?
შემცოდველი?
და-ძმები?
5. საერთო არაფერი გქონდეთ „დიდ ბაბილონთან“!
წაიკითხეთ ლუკას 4:8 და გამოცხადების 18:4, 5; შემდეგ უპასუხეთ ქვემოთ დასმულ კითხვებს:
ჯერ კიდევ ხომ არ ვირიცხები რომელიმე რელიგიური კონფესიის წევრად?
ისეთი ორგანიზაციის წევრი ხომ არ ვარ, რომელსაც რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობასთან აქვს კავშირი?
ჩემი სამსახური რაიმე სახით ხომ არ უჭერს მხარს რომელიმე რელიგიას?
კიდევ რამე ხომ არ მაკავშირებს ცრუ რელიგიასთან?
რა უნდა გავაკეთო, თუ რომელიმე კითხვაზე ჩემი პასუხი დადებითია?
ნებისმიერ შემთხვევაში ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ სუფთა სინდისი შეინარჩუნოთ და იეჰოვას უერთგულოთ.
ვინმემ შეიძლება გითხრათ: „როგორ დავიცვა ჩვენი პოზიცია, თუ არ გავიგებ, რას ამბობენ განდგომილები?!“.
თქვენი აზრით, სწორია ასეთი დამოკიდებულება? ახსენით.
შეჯამება:
იეჰოვას რომ ვუერთგულოთ, ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს მათთან, ვინც ჩვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
გასამეორებელი კითხვები:
რატომ უნდა დავიჭიროთ თავი შორს განდგომილთა იდეოლოგიისგან?
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გავიგებთ, რომ რომელიმე თანაქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა?
როგორ გავითვალისწინოთ ღვთის მითითება და კავშირი გავწყვიტოთ ცრუ რელიგიასთან?
გაიგეთ მეტი:
შეიტყვეთ, როგორ მოვიქცეთ, როცა იეჰოვას მოწმეებზე ცრუ ინფორმაციას ვისმენთ.
გაიგეთ, როგორ განვსაზღვროთ, რა საქმიანობა შეიძლება იყოს დაკავშირებული ცრუ რელიგიასთან ან რომელი ორგანიზაცია უჭერს მას მხარს.
«დაუღალავად განაგრძეთ ქადაგება „ბოლო დღეებში“» („საგუშაგო კოშკი“, ოქტომბერი, 2019, აბზაცები 16—18)
როგორ ცდილობენ მოწინააღმდეგეები ჩვენი რწმენის შერყევას?
წაიკითხეთ ბიოგრაფია „ბავშვობიდან ღმერთს ვეძებდი“ და გაიგეთ, როგორ გაწყვიტა ერთმა სინტოისტმა მღვდელმა კავშირი ცრუ რელიგიასთან.
„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ივლისი, 2011)