-
„იეჰოვა იცნობს თავისას“საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ივლისი
-
-
4. რაში იყო პავლე დარწმუნებული და როგორ გამოხატა მან ეს ტიმოთესადმი მიწერილ წერილში?
4 პავლე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ზუსტად შეეძლო შეეფასებინა, ვინ ემსახურებოდა წრფელი გულით და ვინ — თვალთმაქცურად. პავლეს რომ ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, ტიმოთესადმი მიწერილი ღვთივშთაგონებული სიტყვებიდანაც გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც მოციქულმა ისაუბრა სულიერ ზიანზე, რომელიც განდგომილებმა მიაყენეს კრებას, დასძინა: «ღვთის მყარი საფუძველი კი მტკიცედ დგას და ასეთი ბეჭედი აქვს დასმული: „იეჰოვა იცნობს თავისას“ და „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“» (2 ტიმ. 2:18, 19).
-
-
„იეჰოვა იცნობს თავისას“საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ივლისი
-
-
6 პავლე ამ სიტყვებს მაშინ იხსენიებს, როცა რიცხვების 16:5-დან მოსეს მიერ კორახისა და მის მხარდამჭერთათვის ნათქვამ სიტყვებს ციტირებს. როგორც ჩანს, პავლე იმიტომ ახსენებს ტიმოთეს მოსეს დღეებში მომხდარ მოვლენებს, რომ ხაზი გაუსვას იეჰოვას განსაკუთრებულ უნარს — ამოიცნოს მოჯანყეები და ზომები მიიღოს მათ წინააღმდეგ. იეჰოვამ საუკუნეებით ადრე ალაგმა კორახის ჯანყი თავის კრებულში და ის არც ახლა დაუშვებდა ქრისტიანულ კრებაში განდგომილთა პარპაშს. პავლეს დაწვრილებით არ განუმარტავს, თუ რა იგულისხმებოდა სიტყვებში „ღვთის მყარი საფუძველი“. თუმცა ამ ფრაზის ხსენებაც კი საკმარისი აღმოჩნდებოდა ტიმოთესთვის, რომ კვლავ განმტკიცებოდა რწმენა და მინდობოდა იეჰოვას.
-
-
„იეჰოვა იცნობს თავისას“საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ივლისი
-
-
8, 9. რას ვსწავლობთ პავლეს მიერ მოხსენიებულ „ღვთის მყარ საფუძველზე“ შესრულებული წარწერიდან?
8 პავლე 2 ტიმოთეს 2:19-ში აღწერს „საფუძველს“, რომელზეც ისეა წარწერა ამოტვიფრული, თითქოსდა ბეჭედდასმული იყოს. როგორც წესი, ძველ დროში საძირკველზე ტვიფრავდნენ წარწერას, რომელიც იმის მაუწყებელი იყო, თუ ვინ იყო ნაგებობის მფლობელი ანდა მისი მშენებელი. პავლე ბიბლიის დამწერთა შორის პირველი იყო, ვინც წმინდა წერილებში ასეთი მაგალითი მოიყვანა.a „ღვთის მყარ საფუძველზე“ დასმული ბეჭედი ორ ძირითად ცნობას გვაწვდის: პირველი — „იეჰოვა იცნობს თავისას“ და მეორე — „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას სახელს ახსენებს“. საძირკველზე ამოტვიფრული სიტყვები შეგვახსენებს აზრს, რომელიც ჩაწერილია რიცხვების 16:5-ში (წაიკითხეთ).
-