-
თავშესაფარი ქალაქებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სამართალწარმოება. თავშესაფარ ქალაქში გაქცეულს თავისი საქმე უნდა წარედგინა კარიბჭესთან მსხდომი უხუცესების წინაშე, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, შეეფარებინათ ის. ამ შესაძლებლობით განზრახ მკვლელობის ჩამდენს რომ არ ესარგებლა, თავშესაფარ ქალაქში გაქცევის შემდეგ მკვლელი უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე იმ ქალაქის კარიბჭესთან, რომლის დაქვემდებარებაშიც მკვლელობის ადგილი შედიოდა. თუ განზრახ მკვლელობაში არ დაედებოდა ბრალი, მას თავშესაფარ ქალაქში დააბრუნებდნენ. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დაცული, თუ მთელი ცხოვრება ან მღვდელმთავრის სიკვდილამდე ამ ქალაქში დარჩებოდა. გადაწყვეტილების შეცვლა არანაირი გამოსასყიდით არ შეიძლებოდა (რც. 35:22—29, 32; იეს. 20:4—6). როგორც იოაბის შემთხვევიდან გამოჩნდა, მკვლელს იეჰოვას წმინდა სამსხვერპლოც ვერ დაიხსნიდა (გმ. 21:14; 1მფ. 1:50; 2:28—34. იხ. სისხლის ამღები).
-
-
სასამართლოწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ვინაიდან მსაჯულები იეჰოვას წარმომადგენლები იყვნენ, ისინი პატიოსნები უნდა ყოფილიყვნენ და იეჰოვას კანონის თანახმად უნდა გაესამართლებინათ. შესაბამისად, მსაჯულების წინაშე დგომა იეჰოვას წინაშე დგომას ნიშნავდა (კნ. 1:17; 19:17; იეს. 7:19; 2მტ. 19:6). სიტყვები „კრებული“ და „კრება“ უმეტეს შემთხვევაში მიუთითებს საყოველთაო შეკრებაზე, თუმცა ბიბლიაში, მაგალითად რიცხვების 35:12, 24, 25-სა და მათეს 18:17-ში, კრებულის ანუ კრების წინაშე საქმის წარდგენაში იგულისხმება ხალხის წარმომადგენელი მსაჯულების წინაშე საქმის წარდგენა.
-