მკითხველთა შეკითხვები
— თუ ქრისტიანი ავად არის ან იმყოფება გზაში და ამის გამო არ შეუძლია გახსენების საღამოს დღესასწაულზე დასწრება, უნდა აღნიშნოს თუ არა მან ეს დღესასწაული ერთი თვის შემდეგ?
ძველ ისრაელში პასექს ზეიმობდნენ ყოველწლიურად პირველი თვის მე-14 დღეს, რომელსაც ეწოდებოდა ნისანი (ანუ აბიბი). მაგრამ რიცხვნი 9:10, 11 მუხლებში ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ დადგენილებას: „ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ ვინმე გაუწმინდურდება მკვდრის შეხებით ან შორ გზაზე იქნება წასული, თქვენს შორის ან თქვენს შთამომავლობაში, მაინც უნდა დაამზადოს უფლის პასექი. [იაირად, ან ზიფად წოდებული] მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონ იგი, უფუარი პური და მწარე ბალახები შეატანონ“. მიაქციე ყურადღება, რომ ეს სიტყვები არ ადგენენ პასექის დღესასწაულის ორ შესაძლებელ თარიღს (14 ნისანს ან 14 ზიფს), რომელსაც, ისე როგორც მისთვის იქნებოდა უფრო მოხერხებული, ამოირჩევდა რომელიმე ისრაელელი ან ისრაელელთა ოჯახი. შეზღუდული იყო საპასექო საკვების მიღების ღონისძიება მეორე თვეს. იგი მხოლოდ გამონაკლისი შამთხვევებისთვის იყო განკუთვნილი: როცა ისრაელელი 14 ნისანს იყო ცერემონიალურად გაუწმინდურებული, ან კიდევ მაშინ, როცა იმყოფებოდა შორს იმ ადგილიდან, სადაც ჩვეულებრივად იმართებოდა დღესასწაული.
ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევაა ჩაწერილი. ამ შესაძლებლობით ფართოდ ისარგებლა ერთგულმა მეფე ეზეკიამ მაშინ, როცა აღორძინებდა ხმიადთა დღესასწაულის დაცვას. მაშინ დღესასწაული შედგა მეორე თვის მე-14 დღეს, ვინაიდან არ იყო პირველ თვეს მომზადებისათვის დრო (არც ხალხი იყო შეკრებილი და არც მღვდლები იყვნენ მზად) (მეორე ნეშტთა 29:17; 30:1–5).
ხოლო თუ ასეთი განსაკუთრებული ვითარებები არ შეიქმნებოდა, იუდევლები პასექს ზეიმობდნენ იმ დღეს, რომელზეც ღმერთმა მიუთითა მათ (გამოსვლა 12:17–20, 41, 42; ლევიანნი 23:5). იესო და მისი მოწაფეები პასექს ზეიმობდნენ კანონის თანახმად და მას დაუდევრად არ ეკიდებოდნენ. ლუკა იტყობინება: „დადგა ხმიადთა დღე, როდესაც უნდა დაკლულიყო საპასექო და იესომ წარგზავნა პეტრე და იოანე, უთხრა: წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ“ (ლუკა 22:7, 8).
ამ მოვლენასთან დაკავშირებით იესომ დააწესა ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც ქრისტიანებისათვის ცნობილია, როგორც უფლის საღამო. შეუძლებელია იმის გაზვიადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანთთათვის ამ დღესასწაულზე დასწრება. იეჰოვას მოწმეებისათვის ეს არის წელიწადში უმნიშვნელოვანესი მოვლენა. იესოს სიტყვები ცხადყოფენ, თუ რატომ თქვა მან: „ეს გააკეთეთ ჩემდა მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19). ამგვარად იეჰოვას ყოველმა მოწმემ თვეებით ადრე ისე უნდა დაგეგმოს საქმეები, რომ სხვა საქმეებით არ იყოს დაკავებული დღესასწაულის დღეს. თქვენს ტერიტორიაზე უფლის საღამო აღინიშნება 1993 წელს 6 აპრილს მზის ჩასვლის შემდეგ.
ზოგიერთი მოულოდნელი გარემოება, მაგალითად, მძიმე ავადმყოფობა ან გადაადგილებასთან დაკავშირებული სიძნელეები, შეიძლება ხელისშემშლელი იყოს ქრისტიანისათვის დაესწროს დღესასწაულს ისე, როგორც გათვალისწინებული ჰქონდა. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში?
დღესასწაულზე ხელიდან ხელში აწვდიან უფუარ პურსა და წითელ ღვინოს და სიმბოლოებს იღებენ ისინი, რომლებიც არიან ღმერთის სულიწმინდით ცხებულნი (მათე 26:26–29; ლუკა 22:28–30). თუ ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად იღებს სიმბოლოებს, ხოლო ამ წელს კი ჩავარდნილია ლოგინად, ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი კრების უხუცესები მოაწყობენ ისე, რომ რომელიმე მათგანმა მიუტანოს ავადმყოფს პური და ღვინო, განიხილოს შესაბამისი ბიბლიური ტექსტები და მიაწოდოს სიმბოლოები. თუ სულითცხებული ქრისტიანი იმყოფება თავის კრებიდან შორ მანძილზე, მაშინ მან საქმე ისე უნდა მოაწყოს, რომ იმ მხარეში დაესწროს კრებას.
ამის მხედველობაში მიღებით, მხოლოდ უკიდურესად გამონაკლისი ვითარებისას მოუწევს ცხებულ ქრისტიანს აღნიშნოს გახსენების საღამო 30 დღის შემდეგ (ერთი სამთვარეო თვე), იმ მითითების თანახმად, რომელსაც ვნახულობთ რიცხვნი 9:10, 11 და მეორე ნეშტთა 30:1–3, 15 მუხლებითან აღებული მაგალითის შესაბამისად.
მითითება, ჭამონ პური და შესვან ღვინო, არ ეხება იმათ რომლებიც მიეკუთვნებიან იესოს „სხვა ცხვრების“ ჯგუფს და საზრდოობენ სამოთხეში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედით (იოანე 10:16). თუმცა, ისინი არ მიიღებენ სიმბოლოებს, მაგრამ მათთვის მაინც მნიშვნელოვანია ყოველწლიურ დღესასწაულზე დასწრება. ასე რომ, თუკი რომელიმე მათგანი ავად არის, ან იმყოფება გზაში და არ შეუძლია იყოს კრებასთან ერთად ამ დღეს, მაშინ ქრისტიანს თავად შეუძლია წაიკითხოს შესაბამისი მუხლები (მათ შორის ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ დააწესა იესომ ეს დღესასწაული) და ლოცვაში სთხოვოს იეჰოვას აკურთხოს მთელ მსოფლიოში ეს მოვლენა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო რაიმე დამატებითი ზომების მიღება, ერთი თვის შემდეგ შესახვედრად ან განსაკუთრებული ბიბლიური განხილვისათვის.