დეუელი
[ღვთის ცოდნა; ღმერთმა იცის]
ელიასაფის მამა; ელიასაფი გადის ტომის თავკაცი იყო ისრაელის უდაბნოში ხეტიალის დროს (რც. 1:14; 7:42, 47; 10:20). მასორულ ტექსტსა და ფეშიტაში რიცხვების 2:14-ში მას რეუელი ეწოდება. შესაძლოა, ეს გადამწერის შეცდომაა, რადგან ებრაულში ასოები „დ“ და „რ“ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. გარდა ამისა, სამარიულ ხუთწიგნეულში, ვულგატასა და ასზე მეტ ებრაულ ხელნაწერში რიცხვების 2:14-ში დეუელი წერია.