-
ღრუბელიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
როცა უდაბნოში შეხვედრის კარავი დადგეს, ის ღრუბელმა დაფარა და „იეჰოვას დიდებით აივსო“. ამიტომ მოსე ვერ შედიოდა მასში (გმ. 40:34, 35; შდრ. 1მფ. 8:10—12; გმც. 15:8). ამის შემდეგ ღრუბელი წმინდათაწმინდის თავზე ჩერდებოდა ხოლმე, სადაც შეთანხმების კიდობანი იდგა, ხოლო ღამღამობით ცეცხლის სვეტად იქცეოდა. ღრუბელი ბანაკის შუაგულში იყო აღმართული, ამიტომ ყოველი მხრიდან მოჩანდა. როცა ღრუბელი აიწეოდა, ისრაელი ბანაკს შლიდა და როცა ის დაიძვრებოდა, ბანაკიც თან მიჰყვებოდა, თუმცა კონკრეტულ ადგილს დასაბანაკებლად შესაძლოა ხობაბის დახმარებით ირჩევდნენ, რომელიც იქაურ მიწას კარგად იცნობდა, იცოდა, სად იყო წყალი და საუკეთესო ადგილი ამდენი ხალხის დასაბანაკებლად (გმ. 40:34—38; რც. 10:29—32).
-
-
ხობაბიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ხობაბი
[შესაძლოა ნიშნავს საყვარელს]
მოსეს ცოლისძმა; მიდიანელი რეუელის (ითრო) ვაჟი კენიელთა ტომიდან (რც. 10:29; გმ. 3:1; მსჯ. 1:16); როცა ისრაელი სინას მთიდან აღთქმული მიწისკენ უნდა დაძრულიყო, მოსემ სთხოვა ხობაბს, მათთან ერთად წასულიყო და მათთვის „თვალი“ ანუ მეგზური ყოფილიყო, რადგან კარგად იცოდა ის ტერიტორია. ხობაბმა თავიდან უარი თქვა. მაგრამ, როგორც ჩანს, შემდეგ მაინც გაჰყვა ისრაელებს, რაც იქიდან ჩანს, რომ მისი შთამომავლები, კენიელები იუდას უდაბნოში, არადის სამხრეთით სახლობდნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ საულისა და დავითის დროს ისინი ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდნენ (რც. 10:29—32; მსჯ. 1:16; 1სმ. 15:6; 27:10; 30:26, 29).
-