-
ბეეროთ ბენე–იააკანიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ᲑᲔᲔᲠᲝᲗ ᲑᲔᲜᲔ–ᲘᲐᲐᲙᲐᲜᲘ
(იააკანის ძეთა ჭები). ადგილი, სადაც ისრაელები შესაძლოა არაერთხელ დაბანაკებულან უდაბნოში ხეტიალის დროს. მათი ბოლო დაბანაკებიდან მალევე აარონი მოკვდა ჰორის მთაზე (კნ. 10:6). ზოგიერთები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ამ ადგილის გაიგივება შეიძლება ელ-ბირეინთან, რომელიც ბეერ-შებადან სამხრ.-დას–ით დაახლოებით 62 კილომეტრში, თანამედროვე დაბა ეზუზთან ახლოს მდებარეობს. აქ მრავლადაა ჭები. აქედან რამდენიმე კილომეტრში სამხრეთით არის ადგილი, რომელსაც კადეშ-ბარნეას შესაძლო ადგილსამყოფელთან აიგივებენ. არქეოლოგი ნელსონ გლუკი შენიშნავს: „ამ მხარეში საოცრად ბევრ უძველეს ნანგრევს ვაწყდებით“ (Rivers in the Desert, 1960, p. 97). როგორც ჩანს, ბეეროთ ბენე–იააკანი იგივე ბენე-იააკანია, რომელიც რიცხვების 33:31-ში მოიხსენიება (იხ. ᲑᲔᲜᲔ-ᲘᲐᲐᲙᲐᲜᲘ).
-
-
ბენე-იააკანიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ბენე–იააკანს (ბეეროთ ბენე–იააკანი), ჩვეულებრივ, აიგივებენ ხოლმე იმ ადგილთან, რომელიც კადეშ-ბარნეადან ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს (იხ. ᲑᲔᲔᲠᲝᲗ ᲑᲔᲜᲔ–ᲘᲐᲐᲙᲐᲜᲘ).
-