-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
-
-
იეჰოვამ, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ სიცოცხლეს, ბრძანა, რომ სისხლი არ მივიღოთ (დაბადება 9:3, 4). ძველი ისრაელისთვის მიცემულ რჯულში ღმერთი ზღუდავდა სისხლის გამოყენებას, რადგან ის სიცოცხლეს წარმოადგენს. მან ბრძანა: „სისხლშია ხორციელის სული [ანუ სიცოცხლე]. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ ვინმე საკვებად კლავდა ცხოველს? ღმერთმა თქვა: „სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს“a (ლევიანნი 17:11, 13). იეჰოვამ ეს ბრძანება რამდენჯერმე გაიმეორა (მეორე რჯული 12:16, 24; 15:23). ებრაული „სონსინო ხუმაში“ აღნიშნავს: „სისხლი არ უნდა იქნეს შენახული, არამედ მიწაზე უნდა დაიღვაროს და ამრიგად გამოუსადეგარი გახდეს მოხმარებისთვის“. არც ერთ ისრაელს არ უნდა მიეთვისებინა, შეენახა ან გამოეყენებინა სხვა ქმნილების სისხლი, რომელთა სიცოცხლეც იეჰოვას ეკუთვნოდა.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
-
-
ხანდახან ექიმი ურჩევს პაციენტს, ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე თავისი სისხლი ჩააბაროს, რათა სისხლის გადასხმის საჭიროების შემთხვევაში ექიმმა პაციენტს მისივე შენახული სისხლი გადაუსხას. მაგრამ ასეთი სახით სისხლის შეგროვება, შენახვა და გადასხმა პირდაპირ ეწინააღმდეგება წიგნებში „ლევიანნსა“ და „მეორე რჯულში“ ჩაწერილს. სისხლი არ უნდა შეინახონ; ის უნდა დაიღვაროს — ასე ვთქვათ, დაუბრუნდეს ღმერთს. მართალია, ახლა მოსეს რჯული ძალაში აღარ არის, მაგრამ იეჰოვას მოწმეები პატივისცემით ეკიდებიან ამ რჯულში მოცემულ ღვთის პრინციპებს და გადაწყვეტილი აქვთ, ‘თავი შეიკავონ სისხლისგან’. მაშასადამე, არ ვართ სისხლის დონორები და არც შესანახად ვაბარებთ იმას, რაც უნდა ‘დაიღვაროს’. ერთიცა და მეორეც ღვთის რჯულს ეწინააღმდეგება.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
-
-
a პროფესორი ფრანკ გორმანი წერს: „სისხლის გადაღვრა გამოხატავს ღრმა პატივისცემას, რომელიც ცხოველის სიცოცხლისადმი ვლინდება და, ამგვარად, ღვთისადმი პატივისცემასაც გამოხატავს, რომელმაც შექმნა ისინი და კვლავ განაგრძობს მათზე ზრუნვას“.
-