-
გასანადგურებელი, მიძღვნილიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
წმინდა აკრძალვის ცნება პირველად ისრაელისთვის კანონის მიცემის დროს გაჩნდა. გამოსვლის 22:20-ში ვკითხულობთ: „ვინც იეჰოვას გარდა სხვა ღმერთს შესწირავს მსხვერპლს, უნდა განადგურდეს [ხარამის ერთ-ერთი ფორმა]“. ეს მოთხოვნა ისრაელებზეც ვრცელდებოდა. მაგალითად, შიტიმში კერპთაყვანისმცემლობის გამო 24 000 კაცი მოკლეს (რც. 25:1—9). თუ ვინმე მიითვისებდა გასანადგურებელს, ისიც შეიძლებოდა გასანადგურებელი გამხდარიყო. ამიტომ ქანაანელთა რელიგიური გამოსახულებების შესახებ ღმერთმა გააფრთხილა ისრაელები: „არ შეიტანო სახლში არანაირი სისაძაგლე [გამოსახულება], რომ მასავით არ გახდე გასანადგურებელი [ხერემ ]. შეიზიზღე და შეიძულე ის, რადგან გასანადგურებელია“ (კნ. 7:25, 26).
-
-
გასანადგურებელი, მიძღვნილიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იორდანეს დასავლეთით მდებარე იერიხონი პირველი განადგურებული ქალაქი იყო, რომლისგანაც არაფერი გადარჩა, გარდა ტაძარში გამოსაყენებელი ლითონის ნივთებისა. რახაბის რწმენის გამო ისრაელებმა ის და მისი ოჯახი განადგურებისგან იხსნეს. იესო ნავეს ძის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, რომ წმინდა აკრძალვის დაუცველობის შემთხვევაში მთელი ერი დაექვემდებარებოდა განადგურებას, აქანმა მაინც მიითვისა აკრძალული ნივთები და გასანადგურებელი გახდა. მხოლოდ მისი სიკვდილის შედეგად გადაურჩა მთელი ერი განადგურებას (იეს. 6:17—19; 7:10—15, 24—26).
-