აშთაროთი
ქალაქი ბაშანის მხარეში; მას, ძირითადად, თელ-აშთარასთან აიგივებენ, რომელიც გალილეის ზღვის აღმოსავლეთით დაახლოებით 32 კმ-ში მდებარეობს. ამ ადგილზე მდებარე გორაკს გარს აკრავს წყალუხვი ველი. შესაძლოა, ეს სახელი იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქი ქალღმერთ აშთორეთის თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო.
ბიბლიაში ეს ქალაქი, ძირითადად, მოხსენიებულია ბაშანის ბუმბერაზ მეფე ოგთან, რომელიც „აშთაროთში, ედრეიში“ მეფობდა (კნ. 1:4; იეს. 9:10; 12:4; 13:12). ისრაელების მიერ დაპყრობილი ოგის სამეფოს ტერიტორია თავდაპირველად მენაშეს ტომიდან მაქირის ვაჟებს ერგოთ, მაგრამ მოგვიანებით აშთაროთი გერშონელებს გადაეცა და ლევიანთა ქალაქი გახდა (იეს. 13:29—31; 1 მტ. 6:71). იესო ნავეს ძის 21:27-ში, რომლის მსგავს ინფორმაციასაც 1 მატიანის 6:71-შიც ვკითხულობთ, ეს ქალაქი მოხსენიებულია ბეეშთერად.
ეს ქალაქი მოხსენიებულია ასურულ წარწერებშიც და ამარნას ფირფიტებზეც.