-
შუამდინარეთიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში იუდეველები და პროზელიტები შუამდინარეთიდანაც იყვნენ ჩასული (სქ. 2:1, 2, 9). მათგან ზოგიერთი, შესაძლოა, სამხრეთ შუამდინარეთიდან, კერძოდ, ბაბილონიდან იყო. ამ მხრივ საინტერესოა ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, სიტყვები, რომელიც გვამცნობს, რომ ძვ. წ. I საუკუნეში ბაბილონში იყო „სიმრავლე იუდელთაჲ“ („იუდეველთა სიძველენი“, XV, თ. 2, აბზ. 2).
-
-
გამოსასყიდიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
გამოსასყიდი ყოველთვის მატერიალური არ იყო. როგორც უკვე დავინახეთ, იეჰოვამ ისრაელი გამოისყიდა (ფადაჰ) ანუ დააბრუნა (გაʼალ) ეგვიპტიდან (გმ. 6:6; ეს. 51:10, 11). მაგრამ ისრაელები „ჰყიდდნენ საკუთარ თავს, რომ ბოროტება ჩაედინათ“ (2მფ. 17:16, 17), ამიტომ იეჰოვამ არაერთხელ „ჩაუგდო ისინი ხელში“ მათ მტრებს (კნ. 32:30; მსჯ. 2:14; 3:8; 10:7; 1სმ. 12:9; იხ. სქ-ები). როცა ისინი ინანიებდნენ, იეჰოვა გამოისყიდდა ანუ გამოიხსნიდა მათ გასაჭირიდან ან ტყვეობიდან (ფს. 107:2, 3; ეს. 35:9, 10; მქ. 4:10) და ამგვარად ასრულებდა გოʼელის, ანუ გამომსყიდველის როლს, როგორც ისრაელი ერის ქმარი (ეს. 43:1, 14; 48:20; 49:26; 50:1, 2; 54:5—7). მაგრამ როცა „ყიდდა“ მათ, იეჰოვა წარმართი ერებისგან ანაზღაურებას არ იღებდა. იეჰოვას ანაზღაურება სამართლის აღდგენა და ურჩობისა და უპატივცემულობისთვის თავისი ხალხის შეგონება და დასჯა იყო (შდრ. ეს. 48:17, 18).
-