-
„ღირსეული ქალი“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ოქტომბერი
-
-
რუთი ქერის დახვავებულ თავთავებთან ჩამუხლულა. მან ის მთელი დღე აგროვა. უკვე მწუხრი ჩამოწვა და ბეთლემის ირგვლივ მინდვრებიდან მუშები მთის ქედზე გაშენებულ პატარა ქალაქის კარიბჭისკენ მიმავალ გზას მიუყვებიან. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი ქანცგაწყვეტილია რუთი; ის ხომ მთელი დღე მუხლჩაუხრელად მუშაობდა. მიუხედავად ამისა, რუთი კვლავ აგრძელებს მუშაობას და გამეტებით ურტყამს ჯოხს ქერის თავთავებს, რომ მარცვლეული გაცეხვოს. მთლიანობაში დღემ კარგად ჩაიარა, იმდენად კარგად, რომ რუთი ვერც კი ინატრებდა უკეთესს.
-
-
„ღირსეული ქალი“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ოქტომბერი
-
-
რუთი მარცვლეულის გაცეხვას მორჩა და გაოცდა, რომ მთელი ეფა (დაახლოებით 22 ლიტრი) ქერი შეეგროვებინა! მას საკმაოდ მძიმე ტვირთის წაღება მოუწევდა სახლში. რუთმა, ალბათ, მარცვლეულის ფუთა თავზე დაიდო და ბინდბუნდში ბეთლემისკენ მიმავალ გზას აუყვა (რუთი 2:17).
-