აბიელი
[მამა(ჩემი) ღმერთია].
1. ცერორის ვაჟი; ბექორათისა და აფიახის შთამომავალი ბენიამინის ტომიდან; თუ 1 მატიანის 8:29—33-სა და 9:35—39-ს შევადარებთ 1 სამუელის 9:1, 2-სა და 14:50, 51-ს, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ „მატიანეში“ აბიელს იეიელი ეწოდება, სადაც ის მოხსენიებულია ნერის მამად; ნერი კი საულის მამის, კიშის მამა იყო. აბიელი (იეიელი) 1 სამუელის 14:50, 51-ის თანახმადაც ნერის მამა იყო. „მატიანედან“ ვიგებთ, რომ იეიელს (აბიელი) მის გარდა კიდევ 9 ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ერთს კიში ერქვა. ეს უფროსი კიში იმავე სახელის მქონე კაცის, ნერის ვაჟის ბიძა გამოდის.
თუ აბიელი და იეიელი ერთი და იგივე ადამიანი იყო, მაშინ გენეალოგიური ნუსხა შეესაბამება ცხრილში მოცემულს.
[ჩარჩო]
აფიახი (ბენიამინის შთამომავალი)
ბექორათი
ცერორი
აბიელი ანუ იეიელი
აბდონი ცური კიში ბაალი ნერი ნადაბი გედორი ახიო ზაქარია მიკლოთი
(ზაქერი)
აბნერი კიში
საული
ამგვარად, 1 სამუელის 9:1-ში „აბიელის ვაჟად“ კიშის (უმცროსი კიში, საულის მამა) მოხსენიება სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ის აბიელის შვილიშვილი იყო. ცნობილია, რომ ბიბლიის გენეალოგიურ ნუსხებში ხშირად გამოტოვებულია ერთი ან მეტი წინაპრის სახელი (მაგალითად, 1 სამუელის 10:21-ში მოხსენიებულია „მატრიელთა საგვარეულო“, რომელსაც კიში და საული მიეკუთვნებოდნენ, თუმცა სახელი „მატრი“ არც ზემოთ განხილულ მონაკვეთებში არ არის მოხსენიებული და არც ბიბლიის სხვა ადგილებში).
ზემოხსენიებული ორი მონაკვეთიდან „პირველი მატიანის“ (8:33; 9:39) მონათხრობი აშკარად უფრო დეტალურია და ნერს კონკრეტულად ასახელებს მეორე კიშის მამად (იხ. კიში №2 და №3).
2. კიდევ ერთი ბენიამინელი კაცი (იხ. აბი-ალბონი).