-
აბიათარიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
აბიათარი ცხოვრობდა იერუსალიმთან ახლოს ნობში, „მღვდლების ქალაქში“, როცა მეფე საულმა ედომელ დოეგს მოაკვლევინა აბიათარის მამა, მღვდელმთავარი ახიმელექი, და სხვა მღვდლები (სულ 85 კაცი), რადგან ეგონა, რომ დავითს უჭერდნენ მხარს. დოეგმა ქალაქის მოსახლეობაც ამოწყვიტა. მხოლოდ აბიათარმა მოახერხა გაქცევა. სავარაუდოდ, ის გაიქცა ნობიდან სამხრ.-დას-ით დაახლოებით 30 კმ-ში მდებარე კეილაში დავითთან, რომელიც თვითონაც გაურბოდა საულს. ვინაიდან დავითი ფიქრობდა, რომ გარკვეულწილად მასაც მიუძღოდა ბრალი ამ ტრაგედიაში, აბიათარს უთხრა: „იმ დღესვე მივხვდი, ედომელი დოეგის დანახვისას, რომ ამბავს მიუტანდა საულს. მე ვარ დამნაშავე ყველას წინაშე მამაშენის სახლში. ჩემთან იყავი, ნუ გეშინია, ვინც ჩემს სულს დაეძებს მოსაკლავად, ის შენსასაც დაეძებს. შენ ჩემი მფარველობა გჭირდება“ (1სმ. 22:12—23; 23:6).
აბიათარი დავითთან დარჩა მთელი მისი ხიზნობის განმავლობაში და მღვდლად მსახურობდა დავითის ხალხში. 1 სამუელის 23:6-დან ვიგებთ, რომ მას თან ჰქონდა ეფოდი. თუმცა მღვდლებს ჩვეულებრივ სელის ეფოდი ემოსათ (1სმ. 22:18), იმავე თავის მე-9—12 მუხლებიდან ჩანს, რომ აბიათარს ჰქონდა მამის, მღვდელმთავარ ახიმელექის ეფოდი, რომელშიც ურიმი და თუმიმი იდო.
-
-
ეფოდი (I)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მღვდლების ეფოდი. მღვდელმთავრის გარდა, ეფოდი მღვდლებსაც ეცვათ, თუმცა იეჰოვას მიერ მღვდლების ტანსაცმელთან დაკავშირებით მიცემულ მითითებებში მხოლოდ მღვდელმთავრის ეფოდი აღიწერება. აარონის ვაჟების ტანსაცმელში, რომლებიც აარონთან ერთად მღვდლებად მსახურობდნენ, მხოლოდ „გრძელი სამოსელი“, „სარტყლები“, „ჩალმები“ და „საცვლები“ მოიხსენიება (გმ. 28:40—43). როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში მღვდლებმაც დაიწყეს ეფოდის ტარება. მიუხედავად იმისა, რომ სამუელი მღვდელი არ იყო, ბავშვობაში იეჰოვას საწმინდარში მსახურებისას ეფოდს ატარებდა (1სმ. 2:18). ეფოდი ემოსა იმ 85 მღვდელსაც, რომლებიც მეფე საულის ბრძანებით დოეგმა დახოცა (1სმ. 22:18). შესაძლოა, ამ შემთხვევაში ეფოდი მათ მღვდლობაზე მიანიშნებდა. მას იმიტომ არ ატარებდნენ, რომ მღვდლის მოვალეობის შესასრულებლად ეს კანონით მოითხოვებოდა. მღვდლების ეფოდი, სავარაუდოდ, მღვდელმთავრის ეფოდს ჰგავდა და დამზადებული იყო მოუქარგავი თეთრი სელისგან, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო დაბალი ხარისხისა იყო. პატარა სამუელისა და 85 მღვდლის ეფოდის აღსაწერად გამოყენებულია ებრაული სიტყვა ბად (სელი) და არა შეშ (ძვირფასი სელი), რომელიც მღვდელმთავრის ეფოდთან გამოიყენება (გმ. 28:6; 1სმ. 2:18; 22:18).
-