-
გონიერი ქალისაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ივლისი
-
-
როგორ ეპყრობოდნენ მწყემსებს დავითის მეომრები? მათ ადვილად შეეძლოთ დროდადრო ფარიდან ცხვარი გაეტაცათ, მაგრამ ეს არასდროს გაუკეთებიათ. პირიქით, კედელივით ედგნენ გვერდში ნაბალის მსახურებს და ფარას იცავდნენ (1 სამუელი 25:15, 16). მწყემსებს ბევრი რამ უქმნიდა საფრთხეს. მაგალითად, მტაცებელი ცხოველები. გარდა ამისა, ისრაელის სამხრეთი საზღვარი ახლოს იყო, ამიტომ უცხოტომელი ყაჩაღები და ქურდები ხშირად ესხმოდნენ თავს დაუცველ მწყემსებს.b
-
-
გონიერი ქალისაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ივლისი
-
-
b დავითი ალბათ თვლიდა, რომ ადგილობრივი მემამულეებისა და მათი ფარის დაცვა იეჰოვას მსახურება იყო. იეჰოვას ნებით, აბრაამის, ისაკისა და იაკობის შთამომავლებს ამ მიწაზე უნდა ეცხოვრათ. ამიტომ დამპყრობლებისა და ყაჩაღებისგან ამ მიწის დაცვა გარკვეულწილად წმინდა მსახურებას ნიშნავდა.
-