ᲧᲕᲔᲚᲘ
დიდებული შემოქმედისადმი მიმართულ სიტყვებში იობმა პოეტური ენით აღწერა ის, თუ როგორ მოხდა მისი ფორმირება დედის საშვილოსნოში: „განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ ამომიყვანე?!“ (იობ. 10:10).
კარაქისგან განსხვავებით ყველის მიღებას შედღვება არ სჭირდებოდა. ძველ დროში ყველის მისაღებად რძეს ჭრიდნენ მაჭიკით (იგივე დვრიტა), რომელსაც ამზადებდნენ ცხოველის კუჭისგან ან ზოგიერთი მცენარის ფოთლებისა თუ ფესვებისგან გამოწურული წვენისგან. რძის აჭრის შემდეგ შრატს გადაწურავდნენ და მიღებულ სქელ მასას სიამოვნებით მიირთმევდნენ.
დავითს მამამისმა დაავალა, რომ „10 თავი ყველი“ წაეღო საულის ჯარში მომსახურე თავისი ძმების ათასისთავისთვის (1სმ. 17:17, 18). დედნისეულ ენაზე სიტყვასიტყვით წერია „ათი ამოკვეთილი რძე“, რაშიც შესაძლოა „ათი ახალამოყვანილი ყველი“ იგულისხმებოდა. ლათინურ ვულგატაში კი ვკითხულობთ: „ყველის ათი პატარა ფორმა [ანუ თავი]“. იმ დროს, როცა აბესალომმა სამოქალაქო ომი მოაწყო, მეგობრებმა დავითს საკვების მარაგი მიუტანეს, მათ შორის „საქონლის ხაჭო“, რაშიც შესაძლოა იგულისხმებოდა ახალამოყვანილი რბილი ყველი (2სმ. 17:29; აქ, 2006).