იერუბეშეთი
[დაე სამარცხვინომ დაიცვას, დაე სამარცხვინო შეედავოს]
2 სამუელის 11:21-ში მსაჯული გედეონი მოხსენიებულია ამ სახელით. როგორც ჩანს, ეს არის სახელ „იერუბაალის“ ერთ-ერთი ფორმა. იოაშმა თავის ვაჟ გედეონს ეს სახელი მას შემდეგ დაარქვა, რაც მან ბაალის სამსხვერპლო დაანგრია (მსჯ. 6:30—32). ზოგი ბიბლეისტის აზრით, „მეორე სამუელის“ დამწერმა სიტყვა ბაʽალ ჩაანაცვლა სირცხვილის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვით (ბოშეთ), რადგან არ უნდოდა, საკუთარი სახელის ნაწილად მოეხსენიებინა ცრუ ღვთაება ბაალის სახელი (იხ. გედეონი).