-
აბესალომიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
გავიდა ორი წელი. დადგა ცხვრის პარსვის საზეიმოდ აღნიშვნის დრო. იერუსალიმის ჩრდ. ჩრდ.-აღმ-ით დაახლოებით 22 კმ-ში მდებარე ბაალ-ხაცორში აბესალომმა მოაწყო ნადიმი, რომელზეც უფლისწულები და თავად დავითიც მიიწვია. როცა მამამისმა მოიბოდიშა და მიწვევაზე უარი თქვა, აბესალომმა დაიჟინა, რომ მეფეს თავის ნაცვლად თავისი პირმშო ამნონი გაეგზავნა (იგ. 10:18). როგორც კი ნადიმზე ამნონს გული გაუმხიარულდა ღვინით, აბესალომმა ის თავის მსახურებს მოაკვლევინა. დანარჩენი უფლისწულები დაბრუნდნენ იერუსალიმში, აბესალომი კი თავის სირიელ პაპასთან გაიქცა გალილეის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე გეშურის სამეფოში (2სმ. 13:23—38). ამგვარად შევიდა დავითის „სახლში“ ნათანის მიერ ნაწინასწარმეტყველები „მახვილი“ და დავითის სიცოცხლის ბოლომდე არ მოშორდა მას (2სმ. 12:10).
-
-
ამნონიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
თამარის ღვიძლი ძმა აბესალომი გულში სიძულვილს ატარებდა ამნონის მიმართ. ორი წლის შემდეგ ცხვრის პარსვის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე, როცა ამნონს ღვინით გული გაუმხიარულდა, აბესალომმა ის თავის მსახურებს მოაკვლევინა (2სმ. 13:20—29). ამნონი, როგორც დავითის უფროსი ვაჟი, ტახტის უშუალო მემკვიდრე იყო, ამიტომ მისი სიკვდილი შესაძლოა იმ მიზეზითაც იყო სასურველი აბესალომისთვის, რომ მეფობის ხელში ჩაგდების მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა. ამ მოვლენით დაიწყო იმ წინასწარმეტყველების შესრულება, რომელიც ნათანმა დავითის მიერ ურიას ცოლთან ჩადენილი ცოდვის შემდეგ წარმოთქვა (2სმ. 12:10; იხ. აბესალომი).
-