აქბორი
[თაგვი, მხტუნავი მღრღნელი].
1. ბაალ-ხანანის მამა; ბაალ-ხანანი მოხსენიებულია ედომის მეშვიდე მეფედ (დბ. 36:38, 39; 1მტ. 1:49).
2. მიქაიას ვაჟი და ნდობით აღჭურვილი მოხელე მეფე იოშიას კარზე (2მფ. 22:12); 2 მატიანის 34:20-ში ის მოხსენიებულია როგორც „აბდონი, მიქას ვაჟი“. მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ნაპოვნი კანონის უძველესი წიგნიდან შეიტყო იეჰოვას რისხვის შესახებ, იოშიამ სხვა ოთხ კაცთან ერთად აქბორიც გაგზავნა წინასწარმეტყველ ხულდასთან, რათა გაეგოთ, რის გაკეთება მართებდათ (2მფ. 22:8—14). აქბორი მეფე იეჰოიაკიმის კარზე მომსახურე ერთ-ერთი მთავრის, ელნათანის მამა იყო და, როგორც ჩანს, მეფე იეჰოიაქინის დიდი პაპა (იერ. 26:22; 36:12; 2მფ. 24:8).