ᲐᲛᲠᲐᲛᲘ
[ხალხი მაღალი].
1. ლევის შვილიშვილი კეჰათის ხაზით (გმ. 6:16, 18, 20; რც. 3:19; 26:58; 1მტ. 6:18); ბიბლიაში ნათქვამია, რომ მან „მამამისის და“, იოქებედი მოიყვანა ცოლად, რაც იმ დროს ნებადართული იყო, თუმცა მოგვიანებით მოსეს კანონით აიკრძალა (ლვ. 18:12).ზოგიერთ თარგმანში იოქებედი მის ბიძაშვილად არის წარმოდგენილი (იხ. ᲘᲝᲥᲔᲑᲔᲓᲘ). მისი შვილები იყვნენ: აარონი, მირიამი და მოსე (გმ. 6:20; რც. 26:59; 1მტ. 6:2, 3; 23:12, 13).
2. ბანის ძეთაგან ერთ-ერთი, ვინც გადასახლებიდან დაბრუნებული სხვა მამაკაცების მსგავსად ძვ. წ. 468 წელს გამოეხმაურა მოწოდებას და უცხოელი ცოლი გაუშვა (ეზრ. 10:34, 44).