-
არქეოლოგიაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ბაბილონში იშთარის კარიბჭესთან ახლოს აღმოაჩინეს დაახლოებით 300 ლურსმულად ნაწერი თიხის ფირფიტა, რომლებიც ნაბუქოდონოსორის მმართველობის პერიოდით თარიღდება. იმ დროს ბაბილონში მცხოვრებ მუშებსა და ტყვეებს შორის, რომლებსაც საკვები ეძლეოდათ, მოხსენიებულია „იაჰუდის მეფე იაუკინი“, ანუ „იუდას მეფე იეჰოიაქინი“, რომელიც ძვ. წ. 617 წელს იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა ბაბილონში. შემდგომმა მეფემ, აველ-მარდუქმა (ევილ-მეროდაქი), გაათავისუფლა ის საპყრობილიდან და ყოველდღიური სარჩო დაუნიშნა (2მფ. 25:27—30). ამ ფირფიტებზე იეჰოიაქინის ხუთი ვაჟიც არის მოხსენიებული (1მტ. 3:17, 18).
-
-
ასირიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
„საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“, კერძოდ 1 მატიანეს 3:17-ში გვხვდება სახელი ასირი, თუმცა სხვა თანამედროვე თარგმანებიდან (მაგ., აქ, AS, AT, Mo, Ro, RS) ჩანს, რომ შესაბამისი ებრაული სიტყვა არ არის საკუთარი სახელი; იგი განსაზღვრავს ბაბილონში ტყვედ მყოფი ან დაპატიმრებული იექონიას (იეჰოიაქინი) მდგომარეობას (1მტ. 3:17; 2მფ. 24:12—15; 25:27—30). ამიტომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ვკითხულობთ: „აი იექონიას ვაჟები, რომლებიც მას პატიმრობისას [ʼასსირ] შეეძინა: მისი ვაჟი შეალთიელი ...“.
-