მერიბ-ბაალი
[შესაძლოა ნიშნავს: ვინც ბაალს ედავება; ან ბაალი იცავს]
მეფე საულის შვილიშვილი, იონათანის ვაჟი და მიქას მამა (1მტ. 8:33, 34); როგორც ჩანს, ეს არის მეფიბოშეთის მეორე სახელი. სხვა ადამიანებსაც ჰქონდათ ორი სახელი, მაგალითად, შებაალს იშ-ბოშეთიც ერქვა (2სმ. 2:8 შდრ. 1მტ. 8:33-ს).
1 მატიანის 9:40-ის ებრაულ ტექსტში გამოყენებულია სახელ მერიბ-ბაალის ორი ფორმა მერივ ბაʽალ და მერი-ვაʽალ, რომელთა შორისაც ოდნავი განსხვავებაა. პირველი ფორმა გვხვდება 1 მატიანის 8:34-ში. საუბარი რომ ერთი და იმავე ადამიანზე მიდის, ჩანს იქიდანაც, რომ მეფიბოშეთის ვაჟსაც მიქა ერქვა და მერიბ-ბაალის ვაჟსაც (2სმ. 9:12 შდრ. 1მტ. 9:40-ს; ებრაულში მათი ვაჟების სახელები უმნიშვნელო განსხვავებით იწერება).