-
რექაბიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
3. მამა ან წინაპარი მალქიასი, რომელიც ნეემიას იერუსალიმის კარიბჭის აღდგენაში ეხმარებოდა (ნემ. 3:14). თუ აქ №2 რექაბი იგულისხმება, მაშინ მალქიას მოხსენიება იმის დასტურია, რომ იერემიას 35:19-ში რექაბელებზე ჩაწერილი წინასწარმეტყველება შესრულდა.
-
-
რექაბელებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
იეჰოვა კმაყოფილი დარჩა რექაბელთა პატივისცემითა და მორჩილებით. ისინი ერთგულად იცავდნენ თავიანთი წინაპრის დანაბარებს იუდეველებისგან განსხვავებით, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ თავიანთ შემოქმედს (იერ. 35:12—16). ამიტომ იეჰოვა რექაბელებს დაჰპირდა: „არ მოაკლდება იონადაბს, რექაბის ძეს, მუდამ ჩემ წინაშე მდგომი კაცი“ (იერ. 35:19).
ბაბილონის ტყვეობის შემდეგ, ნეემიას მმართველობის დროს „მალქიამ, რექაბის ვაჟმა“ აღადგინა ნაცრის კარიბჭე. თუ ეს რექაბი იეჰონადაბის მამა ან წინაპარია, გამოდის, რომ რექაბელებმა გადაიტანეს ბაბილონის ტყვეობა და დაუბრუნდნენ იუდას მიწას (ნემ. 3:14). 1 მატიანეს 2:55-ში ხამათს „რექაბის სახლის მამამთავარი“ ეწოდება.
-