-
„მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
-
-
იობს, რომელსაც მტკიცე რწმენა ჰქონდა, მძიმე განსაცდელების გადატანა მოუწია — მან დაკარგა ქონება, მოუკვდა შვილები და თვითონ მძიმედ დაავადდა. მწუხარებაში მყოფმა იობმა ღმერთს შეღაღადა: „ნეტავ დამმალავდე სამარეში [კაცობრიობის საერთო სამარეში]“! (მუხლი 13). იობისთვის სამარე მწუხარების დასასრული იყო. სამარეში ის თავისუფალი იქნებოდა გასაჭირისა და ტკივილისგან, თითქოს ღვთისგან გადამალული განძი ყოფილიყო.a
იქნებოდა იობისთვის შეოლი სამუდამო თავშესაფარი? ის ასე არ ფიქრობდა. ლოცვაში მან ღმერთს უთხრა: „ნეტავ . . . დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე!“. იობი დარწმუნებული იყო, რომ შეოლში ის დროებით იქნებოდა და იეჰოვა არ დაივიწყებდა მას. მან ის დრო, რომელსაც შეოლში გაატარებდა, შეადარა „მონურ სამუშაოს“, იძულებითი ლოდინის პერიოდს. რამდენ ხანს გასტანდა ეს დრო? „სანამ შვება მოვიდოდეს“, — თქვა იობმა (მუხლი 14). ეს შვება ნიშნავს შეოლიდან დახსნას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მკვდრეთით აღდგომას!
-
-
„მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
-
-
a ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ სიტყვა „დამმალავდე“ შეიძლება ნიშნავდეს: „გადამინახავდე, როგორც ძვირფას განძს“. სხვა ნაშრომი კი აღნიშნავს, რომ ეს სიტყვა შეიძლება გადმოიცეს, როგორც „განძივით დამმალავდე“.
-