-
ხსნა ყველას გვჭირდებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მარტი
-
-
ჩვენგან უმეტესობა შეიძლება არასოდეს აღმოჩნდეს ასეთ სახიფათო მდგომარეობაში და არც სიკვდილს ჩახედოს თვალებში. მაგრამ, ვინაიდან ყველანი ავადმყოფობის, სიბერისა და სიკვდილის ტყვეობაში ვიმყოფებით, ხსნას თითოეული ჩვენგანი ვსაჭიროებთ. ძველად ღვთის ერთგულმა მსახურმა, იობმა თქვა: „კაცი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და შფოთით აღსავსე. ყვავილივით იშლება, მაგრამ მოწყვეტილია, ჩრდილივით ჩაიქროლებს და წყვეტს არსებობას“ (იობი 14:1, 2). დღესაც, დაახლოებით 3 500 წლის შემდეგ, დასტურდება ამ სიტყვების ჭეშმარიტება — სიკვდილს მართლაც ვერავინ გაექცევა. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და როგორც არ უნდა ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, მაინც ტანჯვის, სიბერისა და სიკვდილის კლანჭებში ვიმყოფებით და დახსნას ვსაჭიროებთ.
-
-
ხსნა ყველას გვჭირდებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მარტი
-
-
იმის მიუხედავად, იზიარებთ თუ არა იობის თვალსაზრისს სიცოცხლეზე, ერთი რამ ცხადია: ადამიანებს წლები ემატებათ, ისინი ‘ჩრდილივით ჩაიქროლებენ’ და დატოვებენ ოჯახსა და მეგობრებს. სიკვდილი წაართმევთ ყველაფერს, რაც მათთვის ძვირფასია. „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა“, — დაწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა (ეკლესიასტე 9:5).
-