-
მშენებლობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სიმბოლური მნიშვნელობა. ქრისტიანული კრება ითვლება სახლად ანუ ტაძრად, რომლის საძირკველიც მოციქულები და წინასწარმეტყველები არიან, ხოლო ქრისტე ამ საძირკვლის ქვაკუთხედია. ამ კრებას ეწოდება „ღვთის შენობა“, „სამკვიდრებელი, სადაც ღმერთი დამკვიდრდება სულით“ (1კრ. 3:9; ეფ. 2:20—22). იესომ ფსალმუნის 118:22-ში ჩაწერილი სიტყვები თავის თავს დაუკავშირა და თქვა, რომ თვითონ იყო „ქვა“, რომელიც უარყვეს „მშენებლებმა“ ანუ იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა და მათმა მიმდევრებმა (მთ. 21:42; ლკ. 20:17; სქ. 4:11; 1პტ. 2:7). კრების ცალკეულ წევრებს „ცოცხალი ქვები“ ეწოდებათ (1პტ. 2:5). განდიდებული კრება, რომელიც იესო ქრისტეს პატარძლადაც მოიხსენიება, აღწერილია როგორც ქალაქი — ახალი იერუსალიმი (გმც. 21:2, 9—21).
-
-
კუთხის ქვა, ქვაკუთხედიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „კუთხის თავში დასადები ქვა“ (ფს. 118:22). ეს ბოლო კუთხის ქვა იყო, რომელიც ორ კედელს ბოლოში ერთმანეთთან აერთებდა და ჩამონგრევისგან იცავდა კედლებსაც და მთელ შენობასაც.
-
-
კუთხის ქვა, ქვაკუთხედიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ფსალმუნის 118:22-დან ვიგებთ, რომ მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა „კუთხის თავში დასადები ქვა“ გახდებოდა (ებრ. როʼშ ფინნაჰ). იესომ ეს სიტყვები საკუთარ თავს, „მთავარ ქვაკუთხედს“ დაუკავშირა (ბერძ. კეფალეგონიას, კუთხის თავი; მთ. 21:42; მრ. 12:10, 11; ლკ. 20:17). იესო ქრისტე შედარებულია კუთხის თავში დასადებ ქვასთან, რადგან ის სულიერი ტაძრის — ცხებულთა ქრისტიანული კრების დამაგვირგვინებელი ქვაა. ფსალმუნის 118:22 პეტრემაც დაუკავშირა ქრისტეს და აღნიშნა, რომ იგი იყო ქვა, რომელიც ღმერთმა „კუთხის თავად“ აქცია (სქ. 4:8—12; იხ. აგრეთვე 1პტ. 2:4—7).
-