სიბრძნე, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს
ჩვენს შემოქმედს უსაზღვრო ძალასთან ერთად მიმზიდველი თვისებებიც აქვს. მას სურს, უკეთ გავიცნოთ და დავუახლოვდეთ, ამიტომ საკუთარი თავის შესახებ ბევრ რამეს გვიმჟღავნებს (იოანე 17:3; იაკობი 4:8).
შემოქმედს აქვს სახელი
„იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია. ის არის სამყაროს შემოქმედი და სიცოცხლის მბოძებელი, ამიტომ მხოლოდ მას უნდა ვცეთ თაყვანი (გამოცხადება 4:11).
იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია
„ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
იეჰოვას თვისებებს მისი სიტყვიდან, ბიბლიიდან და შემოქმედებიდან ვეცნობით. ღვთის ყველა მოქმედებას სიყვარული უდევს საფუძვლად, რომელიც მისი უმთავრესი თვისებაა. რაც უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვას შესახებ, მით უფრო გვიღრმავდება მისადმი სიყვარული.
იეჰოვა მპატიებელი ღმერთია
„შენ მიმტევებელი . . . ღმერთი ხარ“ (ნეემია 9:17).
ღმერთს ესმის, რომ არასრულყოფილები ვართ, ამიტომ დიდსულოვნად გვპატიობს. თუ მთელი გულით მოვინანიებთ და ვეცდებით, ჩადენილი შეცდომა აღარ გავიმეოროთ, ის აუცილებლად გვაპატიებს და დანაშაულს აღარასოდეს გაგვიხსენებს (ფსალმუნი 103:12, 13).
იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს
„იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს . . . ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ“ (ფსალმუნი 145:18, 19).
ღვთის თაყვანისცემისთვის გამოსახულებების გამოყენება თუ განსაკუთრებული რიტუალების შესრულება საჭირო არ არის. მოსიყვარულე მშობლის მსგავსად იეჰოვა მზადაა, მოგვისმინოს, როცა თხოვნით მივმართავთ.