საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • 25-ე გაკვეთილი — დედამიწის ხედი კოსმოსიდან

      25-ე გაკვეთილი

      რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი?

      ბიბლიაში ნათქვამია, რომ „კაცი . . . დღემოკლეა და მუდამ გასაჭირშია“ (იობი 14:1). ნუთუ მართლა ასეთი ცხოვრებისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი?! ვიცხოვრებთ ოდესმე ისე, როგორც მას სურდა, რომ გვეცხოვრა? ამ კითხვებზე ბიბლიაში მოცემული პასუხები გვანუგეშებს და მომავლის იმედს გვისახავს.

      1. რა სურს ღმერთს ჩვენთვის?

      იეჰოვას ჩვენთვის საუკეთესო სურს. როდესაც მან პირველი ადამიანები, ადამი და ევა, შექმნა, ისინი სამოთხეში, ედემის ულამაზეს ბაღში, დაასახლა. შემდეგ «აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“» (დაბადება 1:28). იეჰოვას სურდა, რომ მათ შვილები ჰყოლოდათ, დედამიწა სამოთხედ გადაექციათ, ცხოველებზე ეზრუნათ და მარადიულად გაეხარათ სრულყოფილი ჯანმრთელობით.

      მართალია, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა,a მაგრამ ღვთის განზრახვა არ შეცვლილა (ესაია 46:10, 11). მისი სურვილია, რომ მორჩილმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხედქცეულ დედამიწაზე (წაიკითხეთ გამოცხადების 21:3, 4).

      2. როგორ შეგვიძლია დღესვე ბედნიერები ვიყოთ?

      იეჰოვამ ჩვენში ჩადო მოთხოვნილება, დავუახლოვდეთ მას და თაყვანი ვცეთ (წაიკითხეთ მათეს 5:3—6). ღმერთს სურს, რომ გვქონდეს მასთან ახლო ურთიერთობა, ვიაროთ მისი გზით, გვიყვარდეს იგი და ვემსახუროთ მთელი გულით (კანონი 10:12; ფსალმუნი 25:14). შედეგად, პრობლემების დროსაც კი ბედნიერები ვიქნებით. ნამდვილად, იეჰოვასადმი თაყვანისცემა ჩვენს ცხოვრებას უფრო აზრიანს ხდის.

      გაიღრმავეთ ცოდნა

      ქვემოთ შეიტყობთ, როგორ გამოავლინა იეჰოვამ უდიდესი სიყვარული, როცა დედამიწაზე ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობები შექმნა. გაიგებთ იმასაც, თუ ღვთის სიტყვის თანახმად, რა არის სიცოცხლის აზრი.

      ადამი და ევა ედემის ბაღში გაჰყურებენ აბიბინებულ ველ-მინდვრებს. ირგვლივ ფრინველები და ცხოველები არიან.

      3. იეჰოვას სურს, რომ გავიხაროთ ცხოვრებით

      ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      ვიდეო: „რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა?“ (ნაწყვეტი) (1:41)

      • რატომ შექმნა ღმერთმა ულამაზესი პლანეტა დედამიწა?

      წაიკითხეთ ეკლესიასტეს 3:11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • ამ მუხლიდან გამომდინარე, რა სურს იეჰოვას ჩვენთვის?

      4. იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა

      წაიკითხეთ ფსალმუნის 37:11, 29 და ესაიას 55:11; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • საიდან ვიცით, რომ იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა?

      ა) სახლი ცუდ მდგომარეობაშია: სახურავი სადაცაა ჩამოინგრევა, ფანჯრები ჩამტვრეულია, ეზო კი — დანაგვიანებული და გაუბედურებული. ბ) იგივე სახლი, უკვე შეკეთებული, მოვლილი ეზოთი

      მართალია, სახლი ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ მისი შეკეთება შესაძლებელია. მსგავსად, მართალია, დედამიწას ადამიანებმა ზიანი მიაყენეს, მაგრამ ღმერთს ძალაც შესწევს და სურვილიც აქვს, მას თავდაპირველი მდგომარეობა დაუბრუნოს.

      5. იეჰოვასადმი თაყვანისცემა ჩვენს ცხოვრებას აზრიანს ხდის

      ბედნიერებას გვანიჭებს იმის ცოდნა, თუ რა არის სიცოცხლის აზრი. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      ვიდეო: „მე სიცოცხლის აზრს ჩავწვდი“ (5:03)

      • როგორ დაეხმარა ტერუმის სიცოცხლის აზრის პოვნა?

      წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • როგორ გამოვავლინოთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა?

      ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „თუ ასე უნდა გვეტანჯა, რაღატომ შეგვქმნა ღმერთმა?“.

      • როგორ უპასუხებთ?

      შეჯამება:

      იეჰოვას სურს, რომ მარადიულად გავიხაროთ ცხოვრებით სამოთხედქცეულ დედამიწაზე. გარდა ამისა, დღესვე ბედნიერები ვიქნებით და აზრიანად ვიცხოვრებთ, თუკი მთელი გულით ვემსახურებით მას.

      გასამეორებელი კითხვები:

      • რატომ შექმნა იეჰოვამ ადამი და ევა?

      • საიდან ვიცით, რომ მისი განზრახვა არ შეცვლილა?

      • რა დაგვეხმარება, ბედნიერები ვიყოთ და აზრიანად ვიცხოვროთ?

      მიზანი:

      გაიგეთ მეტი:

      გაიგეთ, რა გვარწმუნებს, რომ ედემის ბაღი ნამდვილად არსებობდა.

      „ედემის ბაღი — მითი თუ რეალობა?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 იანვარი, 2011)

      გაიგეთ, რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ დედამიწა მარადიულად იარსებებს.

      „განადგურდება დედამიწა?“ (სტატია ვებგვერდზე)

      შეიტყვეთ, ბიბლიის თანახმად, როგორ ვიპოვოთ სიცოცხლის აზრი.

      „რა არის სიცოცხლის აზრი?“ (სტატია ვებგვერდზე)

      გაეცანით ერთი კაცის ისტორიას, რომელსაც ეგონა, რომ ბედნიერებისთვის ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ცდებოდა.

      „ახლა აზრით აღსავსე ცხოვრება მაქვს“ (3:55)

      a მომდევნო გაკვეთილიდან გავიგებთ, თუ რატომ განვითარდა მოვლენები სხვაგვარად.

  • რა არის ღვთის სამეფო?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • 2. ვინ იმმართველებს იესოსთან ერთად?

      იესოს თანამმართველები ეყოლება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან . . . იქნებიან დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10). რამდენი თანამმართველი ეყოლება ქრისტეს? მართალია, იესოს დედამიწაზე მსახურების შემდეგ მილიონობით ადამიანი გახდა მისი მიმდევარი, მაგრამ ყველა არ იქნება მისი თანამმართველი. იესოსთან ერთად რომ იმეფონ, დედამიწიდან ზეცაში მხოლოდ 144 000 ადამიანი წავა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:1—4). რაც შეეხება იესოს სხვა მიმდევრებს, ისინი დედამიწაზე მისი სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან (ფსალმუნი 37:29).

  • რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • რას გააკეთებს ღვთის სამეფო?

      ღვთის სამეფო უკვე მმართველობს. მალე ის დედამიწაზე დიდ ცვლილებებს მოახდენს. მოდი განვიხილოთ, რას გააკეთებს ღვთის სამეფო ჩვენ საკეთილდღეოდ.

      1. როგორ დაამყარებს ღვთის სამეფო მშვიდობას და როგორ აღადგენს სამართალს?

      ღვთის სამეფოს მეფე, იესო, არმაგედონის ომში მთავრობებსაც გაანადგურებს და ბოროტ ადამიანებსაც (გამოცხადება 16:14, 16). იმ დროს საბოლოოდ შესრულდება ბიბლიაში ჩაწერილი დაპირება: „ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი“ (ფსალმუნი 37:10). სამეფოს მეშვეობით იესო დაამყარებს მშვიდობას. მისი მმართველობის დროს არავინ გახდება უსამართლობის მსხვერპლი (წაიკითხეთ ესაიას 11:4).

      2. როგორი იქნება ცხოვრება, როცა დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდება?

      ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც მხოლოდ კარგი ადამიანები იცხოვრებენ, რომელთაც ეყვარებათ როგორც იეჰოვა, ისე ერთმანეთი, არავინ გახდება ავად, არავინ მოკვდება და ყველა გაიხარებს ცხოვრებით მარადიულად.

      3. რას გააკეთებს ღვთის სამეფო ბოროტი ადამიანების განადგურების შემდეგ?

      ბოროტი ადამიანების განადგურების შემდეგ იესო 1 000 წლის განმავლობაში იმეფებს. იმ პერიოდში იგი 144 000 თანამმართველთან ერთად გაათავისუფლებს ადამიანებს ცოდვისგან და დაეხმარება, სრულყოფილები გახდნენ. 1 000 წლის ბოლოს დედამიწა სამოთხედ იქნება ქცეული და მისი მკვიდრნი ბედნიერნი იქნებიან, რადგან ღვთის კანონების მორჩილება მიანიჭებთ სიხარულს. მაშინ იესო მმართველობას თავის მამას, იეჰოვას, გადასცემს. იმ დროს, ისე როგორც არასდროს, ღვთის სახელი განწმენდილი იქნება (მათე 6:9, 10). აშკარა გახდება, რომ იეჰოვაა საუკეთესო მმართველი და ზრუნავს თავის ქვეშევრდომებზე. 1 000 წლის ბოლოს იეჰოვა გაანადგურებს სატანას, მის დემონებს და ყველას, ვინც იმ დროს ღვთის მმართველობის წინააღმდეგ წავა (გამოცხადება 20:7—10). ღვთის სამეფოს მიერ გასრულყოფილებულ ადამიანებსა თუ სამოთხედქცეულ დედამიწას აღარაფერი შეუქმნის საფრთხეს.

      გაიღრმავეთ ცოდნა

      ქვემოთ შეიტყობთ, თუ რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთი სამეფოს მეშვეობით შეასრულებს ბიბლიაში ჩაწერილ ყველა დაპირებას.

      4. ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანთა მთავრობებს

      ბიბლიაში ნათქვამია: „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით წერტილს დაუსვამს უსამართლობას.

      წაიკითხეთ დანიელის 2:44 და 2 თესალონიკელების 1:6—8; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • რა ელით ადამიანთა მთავრობებსა და მათ მომხრეებს?

      • შესწავლის განმავლობაში რამ დაგარწმუნათ, რომ იეჰოვა და იესო სამართლიანად იმოქმედებენ?

      ზეციერი მეფე იესო სამოთხედქცეულ დედამიწაზე მმართველობს.

      5. იესო საუკეთესო მეფეა

      იესო, ღვთის სამეფოს მეფე, ბევრ რამეს მოიმოქმედებს თავისი მიწიერი ქვეშევრდომების საკეთილდღეოდ. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, თუ საიდან ჩანს, რომ იესოს ადამიანების დახმარების სურვილიც აქვს და საამისოდ ძალაც აქვს ბოძებული ღვთისგან.

      ვიდეო: „იესომ საქმით ცხადყო, რას გააკეთებდა ღვთის სამეფო“ (1:13)

      როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, მისმა საქმეებმა ხალხს წარმოდგენა შეუქმნა იმაზე, თუ რას გააკეთებდა ღვთის სამეფო. ქვემოთ მოცემული დაპირებებიდან განსაკუთრებით რომლის შესრულებას ელით? წაიკითხეთ მითითებული მუხლებიც.

      დედამიწაზე იესო . . .

      ზეციდან იესო . . .

      • აკონტროლებდა სტიქიურ მოვლენებს (მარკოზი 4:36—41).

      • გადაჭრის ეკოლოგიურ პრობლემებს (ესაია 35:1, 2).

      • აპურებდა ათასებს (მათე 14:17—21).

      • წერტილს დაუსვამს შიმშილობას (ფსალმუნი 72:16).

      • კურნავდა ავადმყოფებს (ლუკა 18:35—43).

      • გამოაჯანმრთელებს ყველას (ესაია 33:24).

      • აღადგენდა მკვდრებს (ლუკა 8:49—55).

      • ბოლოს მოუღებს სიკვდილს და აღადგენს გარდაცვლილებს (გამოცხადება 21:3, 4).

      6. ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებს საუცხოო მომავალი ელით

      ღვთის სამეფო სისრულეში მოიყვანს იეჰოვას თავდაპირველ განზრახვას, რომელიც მას კაცობრიობასთან მიმართებით ჰქონდა. ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხედქცეულ დედამიწაზე. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ ასრულებს იეჰოვა თავის განზრახვას იესოს მეშვეობით.

      ვიდეო: „წინ საუცხოო მომავალი გველის“ (4:38)

      წაიკითხეთ ფსალმუნის 145:16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა „ყოველი სულდგმულის სურვილს“ დააკმაყოფილებს?

      ზოგი ამბობს: „ერთიანი ძალებით ყველა პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი“.

      • რა პრობლემების მოგვარება შეუძლია მხოლოდ ღვთის სამეფოს?

      შეჯამება:

      ღვთის სამეფო სისრულეში მოიყვანს იეჰოვას თავდაპირველ განზრახვას. ის დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, სადაც იეჰოვას თაყვანისმცემლები მარადიულად გაიხარებენ ცხოვრებით.

      გასამეორებელი კითხვები:

      • როგორ განწმენდს სამეფო ღვთის სახელს?

      • რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის სამეფო ბიბლიაში ჩაწერილ ყველა დაპირებას შეასრულებს?

      • ყველაზე მეტად რომელი დაპირების შესრულებას ელით?

      დავალება:

      გაიგეთ მეტი:

      გაიგეთ, რა არის არმაგედონი.

      „რა არის არმაგედონი?“ (სტატია ვებგვერდზე)

      გაიგეთ, რა მოვლენები მოხდება იმ დროს, რომელსაც იესომ „დიდი გასაჭირი“ უწოდა (მათე 24:21).

      „რა არის დიდი გასაჭირი?“ (სტატია ვებგვერდზე)

      ნახეთ, როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თავი სამოთხეში.

      „წარმოიდგინე შენი თავი სამოთხეში“ (1:50)

      წაიკითხეთ ბიოგრაფია „თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა“ და გაიგეთ, როგორ მიიღო ერთმა მეამბოხემ პასუხები თავის კითხვებზე.

      „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 იანვარი, 2012)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება