-
იეჰოვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ღმერთზე დრო გავლენას არ ახდენს, თუმცა მისი ქმედებები კონკრეტულ პერიოდებსა და ადგილებს, ადამიანებსა თუ მოვლენებს უკავშირდება. როცა საქმე ადამიანებს ეხება, ის ყოველთვის თავისი დადგენილი დროის მიხედვით მოქმედებს (დბ. 15:13, 16; 17:21; გმ. 12:6—12; გლ. 4:4). მისი მარადიული არსებობა უტყუარია და ეს არის მთელ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ამიტომაც იფიცებდა იეჰოვა „ცოცხალი ვარ“, რითაც სრულ გარანტიას იძლეოდა, რომ მისი დაპირებები და წინასწარმეტყველებები უეჭველად შესრულდებოდა (იერ. 22:24; სფ. 2:9; რც. 14:21, 28; ეს. 49:18). იეჰოვას ადამიანებიც იფიცებდნენ (მსჯ. 8:19; რთ. 3:13). მხოლოდ უგუნურები ამბობენ, არ არსებობსო იეჰოვა (ფს. 14:1; 10:4).
-
-
მარადიულობა, უსასრულობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ზოგჯერ სიტყვა ʽოლამ უკავშირდება იმას, რაც მარადიულია (1მფ. 2:45). წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „მარადიული ღმერთია იეჰოვა — დედამიწის კიდეების შემოქმედი“ (ეს. 40:28). იეჰოვა „უსასრულობიდან უსასრულობამდეა“ (ფს. 90:2, იხ. სქ.). იეჰოვა უკვდავია, ამიტომ ის მარადიულად იქნება ღმერთი (აბკ. 1:12; 1ტმ. 1:17). თუმცა ებრაული სიტყვა ʽოლამ თავისთავად არ ნიშნავს მარადიულს. ხშირ შემთხვევაში ის გამოიყენება ისეთ რამესთან, რასაც დასასრული აქვს, თუმცა მას შეიძლება „მარადიული“ ვუწოდოთ, რადგან მისი დასრულების დრო ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. მაგალითად, „მარადიული“ კანონის შეთანხმება დასრულდა, როცა იესო მოკვდა და ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში (გმ. 31:16, 17; რმ. 10:4; გლ. 5:18; კლ. 2:16, 17; ებ. 9:15). მსგავსად დასრულდა აარონის საგვარეულოს „სამარადისო“ მღვდლობა (გმ. 40:15; ებ. 7:11—24; 10:1).
-