-
მზად ხართ ნათლობისთვის?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
5. როგორ გადავლახოთ სირთულეები
ყველა, ვისაც იეჰოვასთვის თავის მიძღვნა და ნათლობა სურს, სირთულეებს ხვდება. მაგალითისთვის ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რა დაბრკოლებები გადალახა ნარანგერელმა, რომ ღვთის მსახური გამხდარიყო?
როგორ დაეხმარა მას იეჰოვას სიყვარული, დაეძლია სირთულეები?
წაიკითხეთ იგავების 29:25 და 2 ტიმოთეს 1:7; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა გვაძლევს დაბრკოლებების გადალახვის ძალას?
-
-
თქვენ შეძლებთ დევნის დროს ერთგულების შენარჩუნებასიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
ჩვენ დღესვე უნდა განვიმტკიცოთ იეჰოვასადმი ნდობა. ამისთვის საჭიროა, ყოველდღიურად დავუთმოთ დრო ლოცვას და ბიბლიის კითხვას. უნდა შევეცადოთ, ყოველთვის დავესწროთ კრების შეხვედრებს. ეს ყველაფერი მოგვცემს ძალას, ავიტანოთ დევნა და მხნეობა არ დავკარგოთ მაშინაც კი, თუ ოჯახის წევრები გვეწინააღმდეგებიან. მოციქულმა პავლემ, რომელიც არაერთგზის შეხვდა წინააღმდეგობას, დაწერა: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრაელები 13:6).
მხნეობას სამქადაგებლო საქმეში აქტიური მონაწილეობაც შეგვმატებს. ქადაგება იეჰოვასადმი ნდობას გვიძლიერებს და გვეხმარება, დავძლიოთ კაცთმოშიშება (იგავები 29:25). თუ ახლავე ვცდილობთ, გაბედულად ვიქადაგოთ, არც მაშინ შევწყვეტთ ქადაგებას, თუ მთავრობები აკრძალავენ ჩვენს საქმიანობას (1 თესალონიკელები 2:2).
-