საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიჰბაძე ღმერთს ძალის გამოყენებაში
    დაუახლოვდი იეჰოვას
    • 10. ა) რა ძალაუფლება უბოძა ღმერთმა მშობლებს? ბ) რას ნიშნავს „აღზრდად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა და როგორ უნდა აღზარდონ მშობლებმა შვილები? (იხილე სქოლიო).

      10 მშობლებსაც აქვთ ძალაუფლება ოჯახში. ბიბლიაში ასეთი რჩევაა ჩაწერილი: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4). ამ და ბიბლიის სხვა მუხლებში „აღზრდად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შეიძლება „ წვრთნასა და სწავლებასაც“ ნიშნავდეს. ბავშვებს აღზრდა ესაჭიროებათ; მათზე სასიკეთოდ იმოქმედებს, თუ გასაგებად აუხსნიან, რის გაკეთება შეიძლება და რის — არა. ბიბლიაში ამგვარი აღზრდა და რჩევა-დარიგება სიყვარულთან არის დაკავშირებული (იგავები 13:24). მაშასადამე, იგავების 29:15-ში მოხსენიებული „ჯოხი და შეგონება“არასოდეს უნდა იყოს ემოციურად ან ფიზიკურად შეურაცხმყოფელიa (იგავები 22:15). მკაცრი ან უხეში აღზრდა, რომელიც სიყვარულით არ არის ნაკარნახები, მშობლის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა, რამაც შეიძლება შვილი ემოციურად გაანადგუროს (კოლოსელები 3:21). მეორე მხრივ, მართებული შეგონება შვილებს მშობლების სიყვარულში დაარწმუნებს და აგრძნობინებს, რომ მშობლები მათი პიროვნებებად ჩამოყალიბების საკითხს უდარდელად არ ეკიდებიან.

  • მიჰბაძე ღმერთს ძალის გამოყენებაში
    დაუახლოვდი იეჰოვას
    • a ბიბლიურ დროში სიტყვა, რომელიც „ჯოხად“ ან „კეტად“ არის ნათარგმნი, ისეთ ჯოხს ან კომბალს ნიშნავდა, რომელსაც მწყემსი ცხვრების დასამწყემსად იყენებდა (ფსალმუნი 23:4). ამგვარად, მშობლის ძალაუფლების „ჯოხი“ სიყვარულით ნაკარნახები ხელმძღვანელობის აზრს ატარებს და არა — მკაცრი ან სასტიკი დასჯის.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება