-
სულგრძელობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სულმოკლე კაცი, რომელიც ბრაზს ვერ იოკებს, ადვილად ჰყვება ცუდ ფიქრებს და ადვილად სჩადის ცუდ საქციელს. ასეთზე ნათქვამია: „რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს“ (იგ. 25:28). „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგ. 29:11). აქედან გამომდინარე, ბიბლია სულგრძელობისკენ მოგვიწოდებს და გვირჩევს: „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“ (ეკ. 7:9).
-
-
რბილი ხასიათიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
1 თესალონიკელების 2:7-ში პავლემ საკუთარ თავსა და თავის თანამსახურებზე თქვა, რომ ისინი ისე ეალერსებოდნენ თესალონიკელებს, „როგორც მეძუძური დედა ევლება თავს შვილებს“. ამის თქმა მათ იმიტომ შეეძლოთ, რომ გულწრფელად უყვარდათ ისინი, ვისაც ასწავლიდნენ და აინტერესებდათ მათი სულიერი ზრდა (1თს. 2:8). სიტყვა ეპიე (1თს. 2:7-ში ითარგმნა ალერსად) გვხვდება „ტექსტუს რეცეპტუსში“, ტიშენდორფის, მერკისა და კიდევ სხვა რამდენიმე ხელნაწერში. უ. ე. ვაინის თანახმად, ეპიოსს „ხშირად იყენებდნენ ბერძენი მწერლები, როცა აღწერდნენ ჭირვეული ბავშვების მიმართ ძიძის, ურჩი მოსწავლეების მიმართ მასწავლებლის ან შვილების მიმართ მშობლების დამოკიდებულებას. 1 თეს. 2:7-ში მოციქული პავლე ამ სიტყვით აღწერს, თუ როგორ ექცეოდნენ ის და მისი თანამსახურები გაქრისტიანებულ თესალონიკელებს“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 2, გვ. 145).
-