საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორი პიროვნებაა იეჰოვა?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • 2. რა თვისებები აქვს ღმერთს?

      მართალია, ღმერთს ვერ ვხედავთ, მაგრამ ის არის რეალური პიროვნება, რომელსაც არაერთი მიმზიდველი თვისება გააჩნია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს“ (ფსალმუნი 37:28). ის აგრეთვე თანამგრძნობი და გულმოწყალეა, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც იტანჯება (იაკობი 5:11). ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“ (ფსალმუნი 34:18). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ვინც ცუდად იქცევა, ტკივილს აყენებს იეჰოვას (ფსალმუნი 78:40, 41). მაგრამ ვინც სწორად იქცევა, გულს უხარებს მას (წაიკითხეთ იგავების 27:11).

  • როგორ დავუმტკიცოთ იეჰოვას სიყვარული
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • როგორ დავუმტკიცოთ იეჰოვას სიყვარული

      უფრო შეგიყვარდათ ღმერთი მას შემდეგ, რაც ბიბლიის შესწავლა დაიწყეთ? გსურთ, მეტად დაუმეგობრდეთ მას? გახსოვდეთ, რაც უფრო შეიყვარებთ იეჰოვას, ისიც უფრო შეგიყვარებთ და მზრუნველობას არ მოგაკლებთ. თუმცა შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა: როგორ დავუმტკიცოთ იეჰოვას სიყვარული?

      1. როგორ ვუმტკიცებთ იეჰოვას სიყვარულს?

      იეჰოვას სიყვარულს მორჩილებით ვუმტკიცებთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3). ის არავის აიძულებს მორჩილებას. პირიქით, ყველას აძლევს არჩევანის თავისუფლებას, რადგან სურს, გულით დავემორჩილოთ (რომაელები 6:17). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვას სურვილია, სიყვარულით ვემორჩილებოდეთ და არა ვალდებულების გამო. ამ სახელმძღვანელოს მე-3 და მე-4 ნაწილებიდან გაიგებთ, რას იწონებს ღმერთი და რას — არა. ამის ცოდნა დაგეხმარებათ, მას სიყვარული დაუმტკიცოთ.

      2. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა?

      ბიბლიაში ვკითხულობთ: „მრავალი უბედურება ატყდება მართალს“ (ფსალმუნი 34:19). მაგალითად, ჩვენ ყველა საკუთარ სისუსტეებს ვებრძვით. გარდა ამისა, შეიძლება შევხვდეთ ეკონომიკურ პრობლემებს, უსამართლობასა თუ სხვა სირთულეებს. ასეთ დროს შეიძლება არასწორად მოქცევა უფრო ადვილი იყოს, ვიდრე იეჰოვას მორჩილება. მაგრამ, თუ ყველაფრის მიუხედავად იეჰოვას მოსაწონად ვიქცევით, ცხადვყოფთ, რომ ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვიყვარს. ამგვარად, ერთგულებასაც ვუმტკიცებთ მას. თავის მხრივ, იეჰოვაც გვიერთგულებს და ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება (წაიკითხეთ ფსალმუნის 4:3).

      გაიღრმავეთ ცოდნა

      ქვემოთ შეიტყობთ, რატომ ფასობს იეჰოვას თვალში ჩვენი მორჩილება. გაიგებთ იმასაც, თუ რა დაგეხმარებათ, მისი ერთგული დარჩეთ.

      3. საკამათო საკითხი, რომელიც პირადად გეხებათ

      ბიბლიის წიგნ „იობიდან“ ვიგებთ, რომ სატანამ არა მხოლოდ იობის მოტივებში შეიტანა ეჭვი, არამედ ყველა იმ ადამიანის მოტივებშიც, რომლებსაც იეჰოვას მსახურება სურთ. წაიკითხეთ იობის 1:1, 6—2:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • სატანის თქმით, რატომ ემორჩილებოდა იობი იეჰოვას? (იხილეთ იობის 1:9—11)

      • რაში სდებს ბრალს სატანა ყველა ადამიანს, მათ შორის თქვენ? (იხილეთ იობის 2:4)

      წაიკითხეთ იობის 27:5ბ და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • როგორ დაამტკიცა იობმა, რომ უყვარდა იეჰოვა?

      სატანა ბრალს სდებს იეჰოვას და ეჭვქვეშ აყენებს იობის ერთგულებას. იგი დღეს მცხოვრები ერთი იეჰოვას მსახურის ერთგულებასაც აყენებს ეჭვქვეშ.

      იობი იეჰოვას ერთგული დარჩა და, ამგვარად, სიყვარული დაუმტკიცა მას.

      თუ იეჰოვას ერთგულები ვრჩებით, სიყვარულს ვუმტკიცებთ მას.

      4. გული გაუხარეთ იეჰოვას

      წაიკითხეთ იგავების 27:11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • რას გრძნობს იეჰოვა, როცა ბრძნულად ვიქცევით და ვემორჩილებით? ახსენით.

      5. თქვენ შეგიძლიათ უერთგულოთ იეჰოვას

      იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, მის შესახებ სხვებს ვესაუბროთ, ხოლო ერთგულება გვეხმარება, მაშინაც არ შევწყვიტოთ ამის კეთება, როცა დაბრკოლებას ვხვდებით. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      ვიდეო: „მზად იყავით, დაიცვათ თქვენი რწმენა წინააღმდეგობის მიუხედავად!“ (5:09)

      • ზოგჯერ ხომ არ გერთულებათ სხვებთან იეჰოვაზე საუბარი?

      • რა დაეხმარა გრეისონს, დაეძლია შიში?

      იეჰოვასადმი ერთგულების გამოვლენა მაშინ უფრო ადვილია, როცა გიყვარს ის, რაც მას უყვარს, და გძულს ის, რაც მას სძულს. წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • რა დაინახეთ ბიბლიის შესწავლის შედეგად — რა უყვარს იეჰოვას და რა სძულს?

      • რა დაგეხმარებათ, შეიყვაროთ ის, რაც კარგია, და შეიძულოთ ის, რაც ცუდია?

      6. იეჰოვას მორჩილება ჩვენთვისვეა სასიკეთო

      იეჰოვას მორჩილებას ყოველთვის საუკეთესო შედეგი მოჰყვება. წაიკითხეთ ესაიას 48:17, 18 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • თქვენი აზრით, შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ იეჰოვამ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო? ახსენით.

      • როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ ბიბლიის შესწავლამ და ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, გაცნობამ?

      ვინმემ შეიძლება გითხრათ: „რა მნიშვნელობა აქვს ღვთისთვის, როგორ ვიქცევით“.

      • რომელი ბიბლიური მუხლით დაანახვებთ მას, რომ ღვთისთვის სულერთი არ არის, როგორ ვიქცევით?

      შეჯამება:

      თუ ვემორჩილებით იეჰოვას და სირთულეების მიუხედავად მისი ერთგულები ვრჩებით, ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს იგი.

      გასამეორებელი კითხვები:

      • რას გასწავლით იობის ისტორია?

      • როგორ დაუმტკიცებთ იეჰოვას სიყვარულს?

      • რა დაგეხმარებათ, მისი ერთგული დარჩეთ?

      დავალება:

      გაიგეთ მეტი:

      გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ უერთგულოთ იეჰოვას და კრებას.

      „ერთგულს ერთგულებით უპასუხებ“ (16:49)

      გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ რაში სდებს სატანა ბრალს ადამიანებს.

      „ერთგული იობი“ („რას გვამცნობს ბიბლია?“, ნაწილი 6)

      შეიტყვეთ, როგორ შეუძლიათ პატარებსაც კი იეჰოვას სიყვარული დაუმტკიცონ.

      „გული გაუხარე იეჰოვას“ (8:16)

      გაიგეთ, რა დაეხმარება ახალგაზრდებს, თანატოლების ზეწოლის მიუხედავად, იეჰოვას ერთგულნი დარჩნენ.

      „არ მოექცე თანატოლების გავლენაში“ (3:59)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება