დღემდე განისწავლებიან იეჰოვას მიერ
„ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა“ (ესაია 50:4).
იმ დროიდან, რაც იეჰოვა ღმერთი გახდა მამა, ის არის მასწავლებელი. მისი შვილებიდან ერთ-ერთის აჯანყებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მან მოამზადა თავისი საყვარელი მოწაფე, თავისი პირველშობილი დედამიწაზე სამსახურისთვის (იგავნი 8:30). წიგნის „ესაიას“ 50-ე თავი წინასწარმეტყველურად წარმოგვიდგენს ამ მოწაფეს, რომელიც ამბობს: „უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება“ (ესაია 50:4). დედამიწაზე ყოფნის დროს, თავისი მამისგან გამომდინარე სწავლების გამოყენების შედეგად, იესო ყველა ‘მაშვრალისა და ტვირთმძიმისთვის’ გამოცოცხლების წყარო იყო (მათე 11:28–30).
2 პირველ საუკუნეში იესომ მრავალი მძლავრი საქმე შეასრულა. მან თვალები აუხილა ბრმებს და მკვდრებიც კი აღადგინა, მაგრამ თანამედროვეებისთვის ის, უმეტეს წილად, ცნობილი იყო როგორც მასწავლებელი. მიმდევრებთან ერთად მტრებიც ასე უწოდებდნენ მას (მათე 8:19; 9:11; 12:38; 19:16; იოანე 3:2). იესო არასდროს ისაკუთრებდა პატივს იმისთვის, რასაც ასწავლიდა, არამედ თავმდაბლურად აღიარებდა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა“. „რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ“ (იოანე 7:16; 8:28; 12:49).
იდეალური დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოწაფეს შორის
3 კარგი მასწავლებელი კეთილსინდისიერად და სიყვარულით აღსავსე ინტერესს ავლენს პირადად თითოეული თავისი მოწაფისადმი. ესაიას წიგნის 50-ე თავი ცხადყოფს, რომ იეჰოვა ღმერთს აქვს ასეთი ინტერესი მათ მიმართ, ვისაც ასწავლის. წინასწარმეტყველება აღნიშნავს: „ის აღვიძებს, ყოველ დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით“ (ესაია 50:4). სიმბოლური ენით აქ ნაჩვენებია მოძღვარი, რომელიც დილით ადრე აღვიძებს თავის მოწაფეებს, რათა ასწავლოს მათ. წინასწარმეტყველების განხილვის შედეგად გამოტანილი პრაქტიკული დასკვნის კომენტირებისას ბიბლიის ერთ-ერთმა მცოდნემ შენიშნა: „აზრი ის არის, რომ მხსნელი იქნებოდა. . . ის, ვისაც, ასე ვთქვათ, ღმერთის სკოლა ექნებოდა გავლილი; და ვინც მომზადებული იქნებოდა, რომ სხვები დაემოძღვრა. . . .ღვთიური სწავლების საშუალებით მესია უმაღლესად მომზადებული იქნებოდა, რათა კაცობრიობის მოძღვარი ყოფილიყო“.
4 პრინციპში, მოწაფეები ეხმაურებიან თავიანთი მოძღვრისგან მომდინარე სწავლებას. როგორ ეხმაურებოდა იესო მამისგან გამომდინარე სწავლებას? მისი გამოხმაურება შეესაბამებოდა იმას, რასაც ესაიას 50:5-ში ვკითხულობთ: „უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ“. დიახ, იესო მოწადინებული იყო სწავლაში. როგორც იტყვიან, ის სმენად იყო ქცეული. ამასთანავე, ის მზად იყო, შეესრულებინა მამის ნებისმიერი სათხოვარი. ის არ გაურჩებულა; პირიქით, მან თქვა: „ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“ (ლუკა 22:42).
5 წინასწარმეტყველება ცხადყოფს, რომ ძე გაცნობილი იყო იმ მოსალოდნელ შედეგებს, რომელიც ღმერთის ნების შესრულებას მოჰყვებოდა. ამაზე თვით განსწავლულის სიტყვები მეტყველებს: „ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები — წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან“ (ესაია 50:6). წინასწარმეტყველების თანახმად, იესოს სასტიკად ეპყრობოდნენ დედამიწაზე. „დაუწყეს ფურთხება სახეში — წერდა მოციქული მათე. — ზოგიერთნი სილას აწნავდნენ“ (მათე 26:67). ეს მოხდა რელიგიური წინამძღოლების ხელით ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის პასექის დღესასწაულის ღამეს. მომდევნო დღეს იესომ ზურგი მიუშვირა მცემელებს, როცა რომაელმა ჯარისკაცებმა შეუბრალებლად სცემეს, სანამ მოსაკლავად ძელზე დაკიდებდნენ (იოანე 19:1–3, 16–23).
6 წინასწარ კარგად განსწავლულ ძეს არასდროს დაუკარგავს ნდობა თავისი მასწავლებლისადმი. ეს ნაჩვენებია იმით, რაც შემდეგ წინასწარმეტყველების თანახმად თქვა: ‘უფალი ღმერთი შემეწევა მე, ამიტომაც არ დავმცირდები’ (ესაია 50:7). იესოს მტკიცე რწმენა, რომ მასწავლებელი დაეხმარებოდა, დიდად დაჯილდოვდა. მამამ აღამაღლა ის, მან აკურთხა ის უმაღლესი მდგომარეობით, რომელიც ღმერთის ყველა სხვა მსახურის მდგომარეობას აღემატება (ფილიპელთა 2:5–11). ჩვენც გველოდება დიდებული კურთხევები, თუ მორჩილად მივყვებით იეჰოვასგან გამომდინარე სწავლებას და ‘უკან არ მივიქცევით’. მოდი, ვნახოთ, თუ როგორ გვეძლევა ეს სწავლება ჩვენს დრომდე.
გაფართოებული სასწავლო პროგრამა
7 როგორც ადრე შევნიშნეთ, პირველ საუკუნეში ღვთიური სწავლების განსახორციელებლად იეჰოვამ გამოიყენა თავისი მიწიერი წარმომადგენელი იესო ქრისტე (იოანე 16:27, 28). იესო ყოველთვის მიუთითებდა ღმერთის სიტყვაზე, როგორც თავისი სწავლების ავტორიტეტს, რითაც მაგალითს უჩვენებდა მათ, ვისაც ასწავლიდა (მათე 4:4, 7, 10; 21:13; 26:24, 31). მოგვიანებით, იეჰოვასგან გამომდინარე სწავლება დედამიწაზე ამნაირად განსწავლულების სამსახურის საშუალებით გრძელდებოდა. გაიხსენე, თუ რა უბრძანა მათ იესომ: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, . . .ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). მოწაფეებად გამხდარი ადამიანები ‘ღვთის სახლის, ცოცხალი ღვთის ეკლესიის’ ნაწილს შეადგენდნენ (1 ტიმოთე 3:15). ასევე, ისინი ცალკე კრებებად იყვნენ დაყოფილი, სადაც იეჰოვას მიერ განისწავლებოდნენ (საქმეები 14:23; 15:41; 16:5; 1 კორინთელთა 11:16). აგრძელებს თუ არა ღვთიური სწავლება ამგვარად მოქმედებას დღემდე?
8 დიახ, აგრძელებს! სიკვდილამდე სამი დღით ადრე იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ამ სისტემის დასასრულამდე ჩატარდებოდა დიდი სამქადაგებლო მსახურება. მან თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“. იესომ გააგრძელა იმის ახსნა, თუ რომელი საშუალებებით იქნებოდა ორგანიზებული მსოფლიო სამქადაგებლო და სასწავლო პროგრამა. ის ლაპარაკობდა ‘ერთგული და გონიერი მონის შესახებ’, რომელიც იმსახურებდა როგორც არხი, ანუ შუამავალი, რათა სულიერი საზრდოთი უზრუნველეყო მისი მსახურები (მათე 24:14, 45–47). იეჰოვა ღმერთი იყენებს ამ ‘მონას’, რათა ზედამხედველობა გაუწიოს სამეფოს ინტერესებს მთელ დედამიწაზე.
9 დღეს ერთგულ და გონიერ მონას სამეფოს მემკვიდრეების დარჩენილი ნაწილი შეადგენს. ესენი არიან ცხებული ქრისტიანები, 144 000-გან დედამიწაზე დარჩენილები, რომლებიც ‘ქრისტესნი არიან’ და ‘აბრაამის თესლის’ ნაწილს წარმოადგენენ (გალატელთა 3:16, 29; გამოცხადება 14:1–3, აფ). როგორ შეგიძლია, ამოიცნო ერთგული და გონიერი მონა? კერძოდ, სამსახურის საშუალებით, რომელსაც ასრულებენ და მათი ერთგულების საშუალებით, რომელსაც ღმერთის სიტყვისადმი, ბიბლიისადმი ავლენენ.
10 დღეს იეჰოვა ამ ‘მონის’ საშუალებით ასწავლის ხალხს. მონის კლასის წარმომადგენლებმა 1931 წელს მიიღეს სახელი „იეჰოვას მოწმეები“. იმ დროიდან მილიონობით ადამიანი თანამშრომლობს მათთან, იწოდება ამავე სახელით და მათთან ერთად აცხადებს ღმერთის სამეფოს შესახებ. ეს ჟურნალი, „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს“, არის ძირითადი საშუალება, რომელსაც „მონა“ სასწავლო მსახურებაში იყენებს. მაგრამ ასევე გამოიყენება სხვა პუბლიკაციები, მათ შორის: წიგნები, ბროშურები, ტრაქტატები და ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“
11 ამასთანავე, „მონა“ ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სკოლებს. მათში შედის: საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა გალაადი, ხუთთვიანი კურსი, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა მსახურების უცხო ქვეყნებში სამსახურისთვის მოსამზადებლად; სამსახურებრივი დახელოვნების სკოლა, ორთვიანი კურსი, რომელიც წვრთნის დაუქორწინებელ უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს განსაკუთრებული თეოკრატიული დანიშნულებებისთვის. აგრეთვე არსებობს სამეფო მსახურების სკოლა, სადაც ქრისტიან უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს პერიოდულად ასწავლიან კრების პასუხისმგებლობებს; და პიონერული მსახურების სკოლა, რომელიც ამზადებს სრული დროით მახარობლებს, რომ იყვნენ უფრო ეფექტურები თავიანთ სამქადაგებლო მოღვაწეობაში.
12 სასწავლო პროგრამის კიდევ ერთი თავისებურება არის ხუთი ყოველკვირეული შეხვედრა, რომელიც მსოფლიოში იეჰოვას ხალხის 75 500-ზე მეტ კრებაში ტარდება. მაქსიმალურად იღებ თუ არა სარგებლობას ამ შეხვედრებიდან? ავლენ თუ არა იქ შემოთავაზებული მრავალი მოძღვრების ყურადღებით მოსმენით ნამდვილ რწმენას, რომ, ასე ვთქვათ, ღმერთის სკოლაში სწავლობ? შენი სულიერი წინსვლით თვალსაჩინოს ხდი თუ არა სხვებისთვის, რომ „სწავლულთა ენა“ გაქვს? (ესაია 50:4; 1 ტიმოთე 4:15, 16).
განსწავლულები კრების შეხვედრებზე
13 იეჰოვა ასწავლის თავის ხალხს განსაკუთრებით ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლის საშუალებით, რომელიც ტარდება „საგუშაგო კოშკის“, როგორც დამატებითი სასწავლო მასალის გამოყენებით. მიიჩნევ თუ არა ამ შეხვედრას ადგილად, სადაც იეჰოვას მიერ განისწავლები? თუმცა ესაიას 50:4 ძირითადად იესოს ეხება, ამ მუხლის გამოყენება ასევე ყველა იმ ადამიანისადმი შეიძლება, რომლებიც იყენებენ ღმერთის დადგენილებებს, რათა „სწავლულთა ენა“ მიიღონ. ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შეგიძლია გამოავლინო, რომ „საგუშაგო კოშკს“ დიდად აფასებ, არის ყოველი გამოცემის მიღებიდან რაც შეიძლება მოკლე ხნის შემდეგ მისი წაკითხვა. შემდეგ, იეჰოვასადმი მადლიერების გამოვლენა შენ შეგიძლია კრებაში „საგუშაგო კოშკის“ ჩატარების დროს დასწრებითა და ასევე მზადყოფნით, საჯაროდ გამოაცხადო შენი იმედის შესახებ (ებრაელთა 10:23).
14 აფასებ თუ არა, რომ შეხვედრებზე კომენტარების მიცემით იეჰოვას დიდებულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა გაქვს? უეჭველია, შეხვედრებზე კომენტარების მიცემა არის მნიშვნელოვანი საშუალება, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია აღვძრათ ერთმანეთი „სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“ (ებრაელთა 10:24, 25). ამასთანავე, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს ამ დამმოძღვრავ პროგრამაში მონაწილეობის მიღება? დიახ, შეუძლიათ. ხშირად, ახალგაზრდების მიერ გაკეთებული გულწრფელი კომენტარები ამხნევებენ უფროს ადამიანებს. დროდადრო, ჩვენს შეხვედრებზე ბავშვების კომენტარები აღძრავს ახალმოსულებს უფრო სერიოზულად დაინტერესდნენ ბიბლიის ჭეშმარიტებით. ზოგიერთი ახალგაზრდა ჩვევად იხდის კომენტარების პირდაპირ აბზაციდან წაკითხვას ან უფროსი ადამიანისგან ყურში ჩაჩურჩულებულის გამეორებას. მაგრამ ყველაზე გამამხნევებელია, როცა კომენტარი კარგად არის მომზადებული. ასეთ კომენტარებს ნამდვილად მოაქვს პატივი ჩვენი დიდებული მოძღვარისა და მისი უმაღლესი სასწავლო პროგრამისთვის (ესაია 30:20, 21).
15 სასიხარულოა იმ ბავშვების ნახვა, რომლებსაც სურთ ჩვენი ღმერთის განდიდებაში მონაწილეობის მიღება. იესო აფასებდა განმადიდებელ გამოთქმებს, რომლებსაც ბავშვები გამოთქვამდნენ (მათე 21:15, 16). ერთი ქრისტიანი უხუცესი აღნიშნავს: «როცა ბავშვი ვიყავი მსურდა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის დროს კომენტარების გაკეთება. კომენტარის მომზადებაში დახმარების შემდეგ მამა მოითხოვდა, რომ სულ მცირე, შვიდჯერ გამემეორებინა კომენტარი». შესაძლოა, ბიბლიის ოჯახური შესწავლის დროს თქვენ, მშობლებო, დაეხმარებით შვილებს, რომ „საგუშაგო კოშკიდან“ ამორჩეულ აბზაცში თავიანთი სიტყვებითვე გაეკეთებინათ კომენტარები. დაეხმარეთ, დააფასონ თავიანთი დიდებული უპირატესობა — იეჰოვას სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
16 ინფორმაციის გადაცემის უპირატესობით აღჭურვილი პიროვნებები და ისინი, ვინც უსმენენ მოწოდებულ დამოძღვრას, ასევე სერიოზულად უნდა განიხილავდნენ სხვა ქრისტიანულ შეხვედრებზე მიმდინარე დამოძღვრას. ახლა უკვე 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იეჰოვა იყენებს თეოკრატიული სამსახურის ყოველკვირეულ სკოლას, რათა ასწავლოს მილიონობით მამაკაცსა და ქალს უფრო ეფექტურად მიაწოდონ ცნობა სამეფოს შესახებ. სკოლაში შეიძლება ჩაწერილი იყვნენ პიროვნებები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ კრებასთან და ისინიც, რომლებმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს შეხვედრებზე დასწრება, იმ შემთხვევაში, თუ ამ ხნის განმავლობაში ქრისტიანულ პრინციპებთან შეთანხმებულ ცხოვრებას ეწევიან.
17 დიდი ხნის განმავლობაში, სასწავლო პროგრამის სხვა მუდმივ ნაწილს წარმოადგენს საჯარო შეხვედრა. როგორც მისი სახელი მიუთითებს, ეს შეხვედრა შემოღებული იქნა განსაკუთრებით იმ მიზნით, რომ გააცნოს ბიბლიის ძირითადი სწავლებები მათ, ვინც არ არიან მოწმეები. ამრიგად, პიროვნება, რომელიც მოხსენებას აკეთებს, ისე უნდა აწოდებდეს ინფორმაციას, რომ ნათელი იყოს მათთვის, ვინც პირველად ისმენს ამ ცნობას. ეს ნიშნავს ისეთი ტერმინების ახსნას, როგორიცაა: „სხვა ცხვრები“, „ძმები“ და „დარჩენილი ნაწილი“ — ტერმინები, რომლებიც შეიძლება ვერ გაიგონ მათ, ვინც არ არიან მოწმეები. რადგან ადამიანებს, რომლებიც საჯარო შეხვედრას ესწრებიან, შეიძლება ჰქონდეთ წმინდა წერილების სრულიად საწინააღმდეგო, თუმცა დღევანდელ საზოგადოებაში მიღებული შეხედულებები და ცხოვრების წესები, მომხსენებელი ყოველთვის უნდა იყოს ტაქტიანი და არასდროს დასცინოს ასეთ შეხედულებებსა და ცხოვრების წესებს (შეადარე 1 კორინთელთა 9:19–23).
18 კრების წიგნის შესწავლა წარმოადგენს შეხვედრას, რომელზეც ყოველკვირეულად სწავლობენ ერთგული და გონიერი მონის ხელმძღვანელობით მომზადებულ პუბლიკაციებს ბიბლიასთან ერთად. ერთ-ერთი არის წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ (ინგლ.), რომელსაც დღეს მრავალ ქვეყანაში სწავლობენ. სამსახურებრივი შეხვედრა განკუთვნილია, რათა მოამზადოს იეჰოვას ხალხი, სრული მონაწილეობა მიიღონ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში და ადამიანები მოწაფეებად გახადონ (მათე 28:19, 20; მარკოზი 13:10).
ადამიანები, რომლებიც უფრო დიდ შეხვედრებზე განისწავლებიან
19 ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჭეშმარიტი ქრისტიანების სასწავლებლად და გასამხნევებლად ‘ერთგული მონა’ აწყობს დიდ და პატარა კონგრესებს. ახლა ასეთი სამი დიდი შეხვედრა ტარდება ყოველწლიურად. ერთდღიან კონგრესს ესწრება რამდენიმე კრება, რომლებიც რაიონს შეადგენენ. ასევე, წლის განმავლობაში თითოეულ რაიონს აქვს ორდღიანი შეკრება, რომელსაც ეწოდება სარაიონო კონგრესი. ამასთანავე, არსებობს საოლქო კონგრესად წოდებული შეხვედრა, რომელსაც რაიონების გარკვეული რიცხვი ესწრება. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს საერთაშორისო კონგრესები. ეს უდიდესი შეხვედრები, რომლებსაც მრავალი ქვეყნიდან სტუმრად ჩამოსული მოწმეები ესწრებიან, ნამდვილად აძლიერებენ იეჰოვას ხალხის რწმენას! (შეადარე მეორე რჯული 16:16).
20 ათას ცხრაას ოცდაორ წელს, როცა დაახლოებით 10 000 ადამიანი შეიკრიბა „სიდარ პოინტში“ (შტატი ოჰაიო, აშშ), დელეგატები აღაფრთოვანა მომხსენებლის გამხნევებამ: „ეს არის ყველა დღეთა დღე. აჰა, მმართველობს მეფე! თქვენ ხართ მისი საჯარო წარმომადგენლები. ამიტომ, აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“. ასეთ დიდ კონგრესებზე ყურადღება რეგულარულად მახვილდება სამქადაგებლო მსახურებაზე. მაგალითად, 1953 წელს ქალაქ ნიუ-იორკში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე გამოცხადდა დადგენილება კარდაკარ მსახურების პროგრამის შესახებ, რომელიც ყველა კრებაში უნდა ჩატარებულიყო. ამის განხორციელება ძალიან დადებითად დაეტყო მრავალ ქვეყანაში სამეფოს შესახებ ქადაგებას.
ღმერთისგან განსწავლულები, რათა ასწავლონ
21 უეჭველია, დღეს დედამიწაზე იეჰოვას აქვს შესანიშნავი სასწავლო პროგრამა! ყველა, ვინც სარგებლობს ამ პროგრამით, შეიძლება იყოს განსწავლული იეჰოვას მიერ, დიახ, ყველას შეუძლია იყოს მათ შორის, ვისაც მიეცა „სწავლულთა ენა“. რამდენად დიდი უპირატესობაა, ვიყოთ, ასე ვთქვათ, ღმერთის სკოლაში! მაგრამ ამ უპირატესობის მიღებისას არ უნდა გამოგვრჩეს მისი დანიშნულება. იეჰოვამ ისე ასწავლა იესოს, რომ მას შეეძლო სხვებისთვის ესწავლებინა, ასევე, იესომ ისე ასწავლა თავის მოწაფეებს, რომ მათაც შეეძლოთ იმის გაკეთება, რასაც თვითონ აკეთებდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბით. მსგავსად ამისა, ჩვენც იმ მიზნით განვისწავლებით იეჰოვას დიდებული სასწავლო პროგრამის საშუალებით, რომ სხვებს ვასწავლოთ (იოანე 6:45; 14:12; 2 კორინთელთა 5:20, 21; 6:1; 2 ტიმოთე 2:2).
22 ამბობ თუ არა მოსეს მსგავსად: ‘მჭევრმეტყველი კაცი არა ვარ’ ან როგორც იერემიამ თქვა: „მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი“? იეჰოვა დაგეხმარება შენ, როგორც მათ დაეხმარა. მან მოსეს უთხრა: „მე ვიქნები შენს ბაგესთან“. ხოლო იერემიას: „ნუ გეშინია. . . შენთან ვიქნები“ (გამოსვლა 4:10–12; იერემია 1:6–8). როცა რელიგიურ წინამძღოლებს იესოს მოწაფეების გაჩუმება უნდოდათ, იესომ თქვა: „ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ“ (ლუკა 19:40). მაგრამ ქვების ღაღადი არც მაშინ იყო საჭირო, არც ახლა, რადგან სამეფოს შესახებ ცნობის გასავრცელებლად იეჰოვა თავის მიერ განსწავლულთა ენას იყენებს.
შეგიძლია თუ არა უპასუხო?
◻ მასწავლებელსა და მოწაფეს შორის რომელ იდეალურ დამოკიდებულებას ესმება ხაზი ესაიას 50-ე თავში?
◻ როგორ აგრძელებს იეჰოვა ფართო სასწავლო პროგრამას?
◻ რომელია იეჰოვას სასწავლო პროგრამის რამდენიმე თავისებურება?
◻ რატომ არის შესანიშნავი უპირატესობა იეჰოვას სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რისთვის მოამზადა იეჰოვამ თავისი საყვარელი მოწაფე და როგორი შედეგით? ბ) როგორ აღიარებდა იესო თავისი სწავლებების „წყაროს“?
3. როგორ მიუთითებს ესაიას წინასწარმეტყველება იეჰოვას ინტერესზე მათ მიმართ, ვისაც ასწავლის?
4. როგორ გამოეხმაურა იესო მამისგან გამომდინარე სწავლებას?
5. ა) რა მიუთითებს, რომ იესომ წინასწარ იცოდა მრავალი განსაცდელის შესახებ, რომელთა გამოც დაიტანჯებოდა დედამიწაზე? ბ) როგორ შესრულდა ესაიას 50:6-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
6. რა ცხადყოფს, რომ იესოს არასდროს დაუკარგავს ნდობა თავისი მასწავლებლისადმი და როგორ დაჯილდოვდა მისი ნდობა?
7. როგორ აგრძელებს იეჰოვა სწავლებას დედამიწაზე?
8. როგორ აჩვენა იესომ, რომ სამქადაგებლო მსახურების ორგანიზება აღსასრულის მოსვლამდე ჩატარდებოდა?
9. ვინ შეადგენს ერთგულ და გონიერ მონას?
10. რომელ საშუალებებს იყენებს მონის კლასი იეჰოვასგან გამომდინარე მრავალი სწავლების წინსვლისთვის?
11. რომელ სკოლებს უწევს ორგანიზებას „მონა“ და რა მიზანს ემსახურება თითოეული სკოლა?
12. რა არის სასწავლო პროგრამის ყოველკვირეული თავისებურება?
13. ა) რომელი მნიშვნელოვანი მეთოდით ასწავლის იეჰოვა თავის ხალხს დღეს? ბ) როგორ შეგვიძლია „საგუშაგო კოშკისთვის“ მადლიერების გამოვლენა?
14. ა) რატომ არის შეხვედრებზე კომენტარების გაკეთება ასეთი მნიშვნელოვანი უპირატესობა? ბ) ბავშვების რომელი კომენტარები არის ყველაზე გამამხნევებელი?
15. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ ბავშვებს უფრო ეფექტური კომენტარების გაკეთებაში?
16. რა სარგებელს იძლევა თეოკრატიული სამსახურის სკოლა და ვის შეუძლია ჩაეწეროს ამ სკოლაში?
17. ა) განსაკუთრებით რა მიზნით იქნა შემოღებული საჯარო შეხვედრა? ბ) რომელი საკითხები უნდა ახსოვდეთ საჯარო მომხსენებლებს?
18. კრების რომელი სხვა ყოველკვირეული შეხვედრები არსებობს და რა მიზნებს ემსახურებიან ისინი?
19. რომელ უფრო დიდ შეხვედრებს აწყობს „მონა“ ყოველწლიურად?
20. რაზე მახვილდება ყურადღება იეჰოვას მოწმეების უფრო დიდ შეხვედრებზე რეგულარულად?
21. რომელი უპირატესობის მიღება გვსურს ისე, რომ არ დავუკარგოთ თავისი დანიშნულება?
22. ა) რა პრობლემა ჰქონდათ მოსესა და იერემიას, მაგრამ როგორ გადაწყდა ის? ბ) როგორ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთი თვალყურს ადევნებს სამეფოს შესახებ ქადაგების შესრულებას?