ᲙᲘᲗᲮᲕᲐ 6
რა იყო ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მესიაზე?
ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲐ
„ეფრათის ბეთლემო... შენგან გამომივა მმართველი ისრაელში“
(მიქა 5:2).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲓᲐ
„იესო იუდეის ბეთლემში დაიბადა ჰეროდეს მეფობის დროს. მაშინ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები მივიდნენ“
(მათე 2:1).
ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲐ
„ჩემს მოსასხამს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს სამოსელზე“
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲓᲐ
«როცა ჯარისკაცებმა იესო ძელზე გააკრეს, აიღეს მისი მოსასხამი და სამოსელი. მოსასხამი ოთხ ნაწილად გაყვეს... სამოსელი კი უნაკერო იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. ერთმანეთს უთხრეს: „ნუ დავხევთ, კენჭი ვყაროთ და ვისაც შეხვდება, იმისი იყოს!“»
ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲐ
„ის იცავს მის ძვლებს, არცერთი მათგანი არ გადატყდება“
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲓᲐ
„როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ ის უკვე მკვდარი იყო და წვივები აღარ გადაუმტვრევიათ მისთვის“
(იოანე 19:33).
ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲐ
„ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა“
(ესაია 53:5).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲓᲐ
„ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, და მას მაშინვე სისხლი და წყალი წამოუვიდა“
(იოანე 19:34).
ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲐ
„მათაც მომცეს გასამრჯელოდ 30 ვერცხლი“
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲓᲐ
«მაშინ თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი, რომელსაც იუდა ისკარიოტელს უწოდებდნენ, უფროს მღვდლებთან მივიდა და უთხრა: „რას მომცემთ, ის რომ ხელში ჩაგიგდოთ?“ ისინი მას 30 ვერცხლად მოურიგდნენ»