ღვთის სიტყვის საუნჯე | ესაია 58—62
გამოაცხადე „იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადის“ შესახებ!
„იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადი“ პირდაპირი გაგებით ერთი წელიწადი არ არის
ეს არის დროის პერიოდი, როცა იეჰოვა შესაძლებლობას აძლევს თვინიერ ადამიანებს, გამოეხმაურონ მის მიერ გამოცხადებულ თავისუფლებას.
პირველ საუკუნეში კეთილგანწყობის წელიწადი ახ. წ. 29 წელს დაიწყო, როცა იესო თავის მიწიერ მსახურებას შეუდგა, და გაგრძელდა იეჰოვას „შურისძიების დღემდე“, ანუ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებამდე.
ჩვენს დროში კეთილგანწყობის წელიწადი 1914 წელს ზეცაში იესოს გამეფებით დაიწყო. ის დასრულდება დიდი გასაჭირის დროს.
იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს „სიმართლის დიდი ხეებით“
ჩვეულებრივ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხეები ჯგუფ-ჯგუფად იზრდება ტყეებში, სადაც ისინი ერთმანეთს ხელსაყრელ გარემოს უქმნიან.
მათი ფესვები შეიძლება ერთმანეთში გადაიხლართოს, რის შედეგადაც ისინი უფრო ადვილად უძლებენ ქარიშხალს.
მაღალი ხეები ჩრდილით იცავენ ნორჩ ხეებს, ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლები კი ნიადაგის განოყიერებას უწყობს ხელს.
„სიმართლის დიდი ხეები“, ცხებულთა დარჩენილი ნაწილი, მხარს უჭერს და იცავს მსოფლიო ქრისტიანული კრების ყველა წევრს.