-
იეჰოვა დიდებულ სახელს იქმნისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
19, 20. რას იხსენებენ იუდაელები და რატომ?
19 უბედურების ჟამს ზოგი იუდაელი აღძრულია, წარსულზე იფიქროს. ესაია წერს: „მაშინ გაიხსენა მოსეს ძველი დღეები მისმა ხალხმა: სად არის მათი ამომყვანი ზღვიდან თავისი ფარის მწყემსთან ერთად? სად არის თავისი წმიდა სულის ჩამდგმელი მათ წიაღში, წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით? გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად? მორევში მათი გამომყვანი წაუფორხილებლად უდაბნოს ცხენებივით? ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა“ (ესაია 63:11—14ა).
20 დიახ, დაუმორჩილებლობის შედეგებით დატანჯული იუდაელები შენატრიან იმ დღეებს, როცა იეჰოვა მათი მტერი კი არა, მხსნელი იყო. ისინი იხსენებენ, როგორ უსაფრთხოდ გაატარეს თავიანთმა „მწყემსებმა“ — მოსემ და აარონმა — წითელ ზღვაზე (ფსალმუნი 76:21; ესაია 51:10). იხსენებენ დროს, როცა ღვთის სულს კი არ ანაღვლიანებდნენ, არამედ წინამძღოლად ჰყავდათ იგი, როცა მათ მოსე და სულიწმიდით დანიშნული სხვა უხუცესები ხელმძღვანელობდნენ (რიცხვნი 11:16, 17). მათ აგრეთვე ახსენდებათ იეჰოვას ძლიერი, „დიდებული მკლავი“, რომ მათ სასარგებლოდ მოქმედებდა მოსეს საშუალებით! გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ გამოიყვანა ისინი იმ დიდი და საშინელი უდაბნოდან და იმ ქვეყანაში შეიყვანა და დაავანა, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დიოდა (მეორე რჯული 1:19; იესო ნავეს ძე 5:6; 22:4). ახლა კი ისრაელები იმიტომ იტანჯებიან, რომ ღვთის კეთილგანწყობილება დაკარგეს!
-