ᲗᲮᲚᲔ
ღვინის დუღილის შედეგად ფსკერზე დალექილი ბლანტი მასა. ბიბლიის დედანში ეს სიტყვა ხუთჯერ გვხვდება, და ხუთივეჯერ მრავლობით რიცხვში (ებრ. შემარიმ). ღვინო, რომელსაც გარკვეული ხნის განმავლობაში აჩერებენ, იწმინდება და ხდება კამკამა და გამჭვირვალე. დაძველებული ღვინო მაღალგრადუსიანია და წლების განმავლობაში ინარჩუნებს გემოსა და არომატს (ეს 25:6). მეორე მხრივ, იმ ღვინის დაძველებას, რომელიც თავიდანვე უხარისხო ყურძნისგანაა დაყენებული და დროულად არ ხდება მისი ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადაღება, სასურველი შედეგი არ მოაქვს — ის არც სასიამოვნო გემოს იძენს და არც არომატს. სწორედ ამ ფაქტს უსვამდნენ ხაზს იეჰოვას წინასწარმეტყველები თვალსაჩინო მაგალითებში (იერ. 48:11; სფ. 1:12). ფსალმუნმომღერალი ფიგურალური ენით ამბობს, რომ „ყოველ ბოროტს დედამიწაზე“ მოუწევს „ბოლო წვეთამდე“ თხლიანად შესვას იეჰოვას რისხვის სასმისი (ფს. 75:8; შდრ. ეზკ. 23:32—34; იხ. ᲦᲕᲘᲜᲝ ᲓᲐ ᲛᲐᲒᲐᲠᲘ ᲡᲐᲡᲛᲔᲚᲔᲑᲘ).