-
იეჰოვას მსჯავრი ცრუ მოძღვართა წინააღმდეგსაგუშაგო კოშკი — 1994 | 1 მარტი
-
-
17. ა) იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად, რა განაჩენი დაატყდა თავს ბოროტ იერუსალიმს? ბ) რა დაემართება მალე ქრისტიანულ სამყაროს?
17 რა განაჩენს გამოუტანს დიდებული მსაჯული იეჰოვა, ქრისტიანული ქვეყნიერების ცრუ მოძღვრებს? მე-19, მე-20, 39-ე და მე-40 მუხლები პასუხობს: „აჰა, უფლის ქარიშხალი — რისხვა ამოვარდა! ქარბორბალა დაუბერავს და ბოროტეულთ დაატყდება თავს. არ გაბრუნდება უფლის რისხვა, ვიდრე არ შეასრულებს, ვიდრე არ მიაღწევს განზრახულს. . . სრულიად დაგივიწყებთ და დაგაგდებთ თქვენ და ამ ქალაქს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა მოცემული; ჩაგაგდებთ სამუდამო სირცხვილში და სამუდამო დამცირებაში, რაც არასოდეს იქნება დავიწყებული“. ყოველივე აქ ჩამოთვლილი დაატყდა თავს იერუსალიმსა და მის ტაძარს, ხოლო ახლა, ძალიან მალე, მსგავსი გასაჭირი დაატყდება თავს ბოროტ ქრისტიანულ სამყაროს.
-
-
იეჰოვას მსჯავრი ცრუ მოძღვართა წინააღმდეგსაგუშაგო კოშკი — 1994 | 1 მარტი
-
-
21. ა) რატომ განადგურდა იერუსალიმი ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს? ბ) იერუსალიმის განადგურების შემდეგ რა დაემართა ცრუ წინასწარმეტყველებს და რა — იეჰოვას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს და რის რწმენას გვინერგავს ეს დღეს ჩვენ?
21 იეჰოვას განაჩენი იერემიას პერიოდში აღსრულდა მაშინ, როდესაც ბაბილონელებმა ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს გაანადგურეს იერუსალიმი. ეს, წინასწარმეტყველების თანახმად იყო ‘სირცხვილი და. . . დამცირება’ ჯიუტი და ორგული ისრაელებისთვის (იერემია 23:39, 40). მომხდარმა დაანახა მათ, რომ იეჰოვამ, რომელსაც ისინი განუწყვეტლივ უტეხდნენ სახელს, ბოლოს და ბოლოს მიატოვა ისინი, რომ მოემკათ თავიანთი ბოროტების ნაყოფი. იერუსალიმის თავდაჯერებულ ცრუ წინასწარმეტყველთა ბაგეები სამუდამოდ დადუმდა. მხოლოდ იერემიას ბაგე აგრძელებდა წინასწარმეტყველების წარმოთქმას. იეჰოვამ არ მიატოვა ის. იეჰოვა ასევე არ მიატოვებს იერემიას კლასს, როდესაც მძიმე განაჩენის თანახმად გაანადგურებს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებასა და მათი სიცრუის დამჯერთ.
-