-
„ნება მოგვეცი, დაგიბრუნდეთ!“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აპრილი
-
-
„უეჭველად შევიბრალებ მას“
იეჰოვას ისრაელთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მან თქვა: „ისრაელისთვის მამა ვარ, ეფრემი კი პირმშოა ჩემი“ (იერემია 31:9). განა მოსიყვარულე მამა ხელს ჰკრავს შვილს, რომელიც მოდრეკილი გულით პატიებას სთხოვს? ნახეთ, რა მამობრივ მზრუნველობას ავლენს იეჰოვა თავისი ხალხის მიმართ და როგორი სითბოთი მიმართავს:
„განა ჩემი ძვირფასი ძე და ნალოლიავები შვილი არ არის ეფრემი?! რამდენადაც მის წინააღმდეგ ვლაპარაკობდი, იმდენად კარგად გავიხსენებ“ (მუხლი 20). რა სათუთი გრძნობებია გამოხატული ამ სიტყვებით! მოსიყვარულე, მაგრამ პრინციპული მამის მსგავსად, იეჰოვამ ვალდებულად ჩათვალა თავი, რომ თავისი შვილების „წინააღმდეგ ელაპარაკა“, რაც იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით აფრთხილებდა მათ, მიეტოვებინათ ცოდვილი გზებით სიარული. როცა ისრაელები გაჯიუტდნენ და ყური არ ათხოვეს ღმერთს, მან დაუშვა, რომ თავისი ერი მშობლიურ კერას მოეწყვიტათ და ტყვეობაში წაეყვანათ. მართალია, ღმერთმა დასაჯა ისინი, მაგრამ სამუდამოდ არ დავიწყებია. იეჰოვას არ შეეძლო ამის გაკეთება. მოსიყვარულე მამა არასდროს ივიწყებს თავის შვილებს. რას გრძნობდა იეჰოვა, როცა თავისი შვილების მოდრეკილ გულს ხედავდა?
„შიგნეული შემეძრა მის გამო.b უეჭველად შევიბრალებ მას“ (მუხლი 20). იეჰოვას ძალიან ენატრებოდა თავისი შვილები. როდესაც დაინახა, რაოდენ გულწრფელად ინანიებდნენ ისრაელები, მათი უკან მიღების ძლიერი სურვილი გაუჩნდა. იესოს იგავში მოყვანილი გზასაცდენილი შვილის მამის მსგავსად, იეჰოვასაც „გული დაეწვა“ მათ გამო და ხელგაშლილმა მიიღო (ლუკა 15:20).
„იეჰოვა, ნება მომეცი, დაგიბრუნდე!“
იერემიას 31:18—20-ში ჩაწერილი სიტყვებიდან კარგად ვხედავთ, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და როგორი გულმოწყალეა. ღმერთი არ ივიწყებს მათ, ვინც ერთ დროს მას ემსახურებოდა. როგორ ეპყრობა ღმერთი მათ, ვისაც მასთან დაბრუნების სურვილი აქვს? ის მზადაა, აპატიოს მათ (ფსალმუნი 86:5). იგი არასდროს შეაქცევს ზურგს მათ, ვინც მთელი გულით ინანიებს (ფსალმუნი 51:17). პირიქით, ის სიხარულით ღებულობს მათ (ლუკა 15:22—24).
-
-
„ნება მოგვეცი, დაგიბრუნდეთ!“საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აპრილი
-
-
b ბიბლიის მთარგმნელებისთვის განკუთვნილ ერთ სახელმძღვანელოში ახსნილია, რა დატვირთვა აქვს ამ მხატვრული ენით ნათქვამ ფრაზას: «ისრაელები სიტყვა „შიგნეულში“ გულისხმობდნენ მძაფრ ემოციებს».
-