საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვასადმი შიშში სიხარულის პოვნის სწავლა
    საგუშაგო კოშკი — 1995 | 15 მარტი
    • 14, 15. ა) რისი მიცემა აღუთქვა იეჰოვამ ხალხს როდესაც იწინასწარმეტყველა ისრაელთა დაბრუნება ბაბილონის ტყვეობიდან? ბ) რა გააკეთა იეჰოვამ იმ თვალსაზრისით, რომ თავისი ხალხის გულებში ჩაენერგა ღვთისადმი შიში? გ) რატომ აქცია ისრაელმა ზურგი იეჰოვას გზებს?

      14 იეჰოვამ თავის ხალხს აღუთქვა, რომ ასეთი შიშით აღსავსე გულს მისცემდა. მან იწინასწარმეტყველა ისრაელის აღდგენა და როგორც იერემიას 32:37–39 მუხლებში ვკითხულობთ, მან თქვა: „დავაბრუნებ ამ ადგილზე და საიმედოდ დავასახლებ. ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები. ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ“. მე-40 მუხლში ღმერთმა აღთქმა გააძლიერა: „ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ“. ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს იეჰოვამ, თავისი დაპირების თანახმად, ისრაელები დააბრუნა იერუსალიმში. მაგრამ რა შეიძლება ითქვას დაპირების დანარჩენ ნაწილზე, რომ ჩაუნერგავდა ‘ერთ გულს, რომ მუდამ მისი შიში ჰქონოდათ’ ? რატომ აქცია ზურგი ძველმა ისრაელმა იეჰოვას მას შემდეგაც კი, რაც იეჰოვამ ისინი ბაბილონიდან დააბრუნა და რატომ იქნა დანგრეული იერუსალიმის ტაძარი ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, რომლის აღდგენაც აღარ მოხდა?

  • იეჰოვასადმი შიშში სიხარულის პოვნის სწავლა
    საგუშაგო კოშკი — 1995 | 15 მარტი
    • 16. ვის ჩაუნერგა გულში იეჰოვამ შიში?

      16 იეჰოვას დანაპირები, რომ ღვთისადმი შიშს ჩაუდებდა თავის ხალხს გულებში, არ გაუქმებულა. მან ახალი კავშირი შეკრა სულიერ ისრაელთან, იმ ქრისტიანებთან, რომლებსაც შესთავაზა ზეციერი იმედი (იერემია 31:32; გალატელთა 6:16). ღმერთმა 1919 წელს დაიხსნა ისინი დიდი ბაბილონის, ანუ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელისგან. იეჰოვამ მათ გულებში მტკიცედ ჩანერგა ღვთისმოშიშება. ამან უდიდესი კურთხევა მოუტანა როგორც მათ, ასევე ‘უამრავი ხალხის’ წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ იმედი, რომ იქნებიან სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები (იერემია 32:39; გამოცხადება 7:9). იეჰოვასადმი შიშით მათი გულებიც აივსო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება