-
„ნახე, რა ბოროტებას, რა სისაძაგლეს სჩადიან“წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
მესამე სცენა: „ქალები . . . ღმერთ თამუზს“ დასტირიან
13. რას სჩადიოდნენ განდგომილი ქალები ტაძრის ერთ-ერთ კარიბჭესთან, როგორც ეს ეზეკიელმა იხილა?
13 წაიკითხეთ ეზეკიელის 8:13, 14. ორი ამაზრზენი სცენის ხილვის შემდეგ იეჰოვამ ეზეკიელს კვლავ უთხრა: „უფრო დიდ საშინელებას, უფრო დიდ სისაძაგლესაც ნახავ, რასაც ისინი სჩადიან“. რას ხედავს შემდეგ წინასწარმეტყველი? ის ამბობს: „ტაძრის ჩრდილოეთი კარიბჭის შესასვლელთან . . . დავინახე, რომ იქ ქალები ისხდნენ და ღმერთ თამუზს დასტიროდნენ“. ღვთაება თამუზი, რომელსაც შუამდინარეთში სცემდნენ თაყვანს, შუმერულ ტექსტებში „დუმუზადაც“ მოიხსენიება. მიიჩნევენ, რომ იგი ნაყოფიერების ქალღმერთის, იშთარის, საყვარელი იყო.d ებრაელი ქალები ამ რიტუალით, როგორც ჩანს, თამუზის სიკვდილს გლოვობდნენ. ისინი იეჰოვას წმინდა ტაძარში წარმართულ რიტუალს ასრულებდნენ! წარმართული რიტუალი კი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღვთის ტაძარში სრულდებოდა, ვერ გახდებოდა ღვთისთვის მისაღები და წმინდა. იეჰოვასთვის სისაძაგლე იყო ის, რასაც ეს განდგომილი ქალები სჩადიოდნენ!
14. რას ვსწავლობთ იეჰოვას დამოკიდებულებიდან ტაძარში მოტირალი ქალების მიმართ?
14 რას ვსწავლობთ იეჰოვას დამოკიდებულებიდან ტაძარში მოტირალი ქალების მიმართ? ჩვენი თაყვანისცემა წმინდად რომ ჩაითვალოს, არ უნდა შევბღალოთ წარმართული წეს-ჩვეულებებით. ამიტომ არ აღვნიშნავთ ისეთ დღესასწაულებს, რომლებიც დასაბამს წარმართობიდან იღებს. მართლა ამხელა მნიშვნელობა აქვს დღესასწაულის დასაბამს? რასაკვირველია! მართალია, ერთი შეხედვით, შობა-ახალი წლისა და აღდგომის აღნიშვნაში ცუდი არაფერია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ დაედო წარმართული წეს-ჩვეულებები საფუძვლად დღეს არსებულ დღესასწაულებს. წარმართული წეს-ჩვეულებები, მხოლოდ იმიტომ, რომ დროის სვლასთან ერთად ღვთის თაყვანისმცემლობას შეერწყა, ვერ გახდებოდა ღვთისთვის მისაღები და წმინდა (2 კორ. 6:17; გამოცხ. 18:2, 4).
-