-
დამასკოწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ისტორია. დამასკოს ადრეული ისტორია უცნობია. იოსებ ფლავიუსი თავის ნაშრომში („იუდეველთა სიძველენი“, წ. I, თ. 6, აბზ. 4) წარმოგვიდგენს ებრაელთა ტრადიციულ შეხედულებას, რომლის თანახმადაც დამასკო არამის ვაჟმა და სემის შვილიშვილმა, უცმა დააარსა. თუმცა არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ უცის შთამომავლები უფრო სამხრეთით ცხოვრობდნენ (დბ. 10:21—23, იხ. უცი №4). აღთქმული მიწისკენ მიმავალმა ჯერ კიდევ უშვილო აბრაამმა, სავარაუდოდ, დამასკოს ჩაუარა ან მასზე გაიარა. მის მსახურ ელიეზერს „დამასკოელი“ ეწოდება (დბ. 15:2). აბრაამმა თავისი ძმისშვილის, ლოტის დამატყვევებელ მეფეებს დამასკოს ჩრდილოეთით მდებარე ხობამდე სდია (დბ. 14:1—16).
-
-
ხელბონი [განთავსდება მოგვიანებით]წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ხელბონი [განთავსდება მოგვიანებით]
-