-
„შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, გოგ“წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
„მიწა“
11. როგორ აღწერს ეზეკიელი „მიწას“, რომელზეც „გოგი“ შეიჭრება?
11 როგორც მე-3 აბზაციდან გავიგეთ, იეჰოვა რისხვით აენთება, როცა „გოგი მაგოგის მიწიდან“ შეიჭრება იმ „მიწაზე“, რომელიც მეტად ძვირფასია მისთვის. რა „მიწაზეა“ საუბარი? მოდი დავუბრუნდეთ ეზეკიელის წინასწარმეტყველებას (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:8—12). წინასწარმეტყველების თანახმად, „გოგი“ შეიჭრება „მათ მიწაზე, . . ვინც მრავალი ხალხისგან გამოიკრიბა“. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა არის ნათქვამი ღვთის სიტყვაში ამ „მიწის“ მკვიდრებზე ანუ აღდგენილი წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერებზე: „უსაფრთხოდ ცხოვრობენ . . . არც გალავანი აქვთ, არც ჭიშკრები და არც ურდულები . . . სიმდიდრეს . . . აგროვებენ“. სწორედ ამ „მიწაზე“ მკვიდრობენ იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში. რა იგულისხმება „მიწაში“?
12. რა გაგებით აღდგა ისრაელის მიწა ძველად?
12 იმის გასაგებად, თუ რა იგულისხმება „მიწაში“, გავიხსენოთ, რა მოხდა ისრაელში ანუ იმ მიწაზე, სადაც ღვთის რჩეული ერი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა და თაყვანს სცემდა იეჰოვას. როდესაც ისრაელებმა ზურგი აქციეს ღმერთს, მან ეზეკიელის მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ მათი მიწა გაპარტახდებოდა და გაუკაცრიელდებოდა (ეზეკ. 33:27—29). თუმცა იეჰოვამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული მომნანიებელი ისრაელები თავიანთ მიწას დაუბრუნდებოდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენდნენ. იეჰოვას კურთხევით ისრაელის მიწა ედემის ბაღს დაემსგავსებოდა (ეზეკ. 36:34—36). ამ წინასწარმეტყველების შესრულება ძვ. წ. 537 წლიდან დაიწყო, როცა იუდეველები წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად მშობლიურ მიწაზე დაბრუნდნენ.
13, 14. ა) რა იგულისხმება სულიერ მიწაში? ბ) რატომ არის ეს „მიწა“ იეჰოვასთვის მეტად ძვირფასი?
13 ჩვენს დროშიც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მსგავსი აღდგენის თვითმხილველნი გახდნენ. როგორც ამ წიგნის მე-9 თავიდან გავიგეთ, 1919 წელს ღვთის ხალხი გათავისუფლდა „დიდი ბაბილონის“ მრავალსაუკუნოვანი ტყვეობისგან. ამ წელს იეჰოვამ წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერნი სულიერ მიწაზე დაასახლა. ეს „მიწა“ სულიერი სამოთხეა, უსაფრთხო ადგილი და სულიერი ოაზისი, სადაც თაყვანს ვცემთ ჭეშმარიტ ღმერთს, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და სულის სიმშვიდე გვაქვს (იგავ. 1:33). ამასთანავე, არ გვაკლია სულიერი საზრდო და სხვებსაც სიამოვნებით ვუზიარებთ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. საკუთარი გამოცდილებით ვრწმუნდებით ერთ-ერთი იგავის ჭეშმარიტებაში: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავ. 10:22). იმისდა მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ, თუკი სიტყვითა და საქმით მხარს ვუჭერთ წმინდა თაყვანისმცემლობას, შეიძლება ითქვას, რომ ამ „მიწაზე“ ანუ სულიერ სამოთხეში ვმკვიდრობთ.
14 ეს სულიერი მიწა იეჰოვასთვის მეტად ძვირფასია, რადგან მის მკვიდრთ, რომლებიც მან წმინდა თაყვანისმცემლობისკენ „მიიზიდა“, „ხალხთა საუნჯედ“ თვლის (ანგ. 2:7; იოან. 6:44). ისინი გულწრფელად ცდილობენ, შეიმოსონ ახალი პიროვნებით, რაშიც ღვთის დიდებული პიროვნების მიბაძვა იგულისხმება (ეფეს. 4:23, 24; 5:1, 2). როგორც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ისინი ბოლომდე იხარჯებიან ღვთის მსახურებაში, რითაც განადიდებენ ღმერთს და სიყვარულს ავლენენ მისდამი (რომ. 12:1, 2; 1 იოან. 5:3). ბოლომდე ვერასდროს გავიაზრებთ, თუ რამხელა სიხარულს გრძნობს იეჰოვა თავისი მსახურების შემხედვარე, რომლებიც შრომობენ სულიერი სამოთხის კიდევ უფრო გასალამაზებლად. ნამდვილად, როცა წმინდა თაყვანისმცემლობას უმთავრეს ადგილს უთმობთ, თქვენ არა მარტო ალამაზებთ სულიერ სამოთხეს, არამედ იეჰოვასაც უხარებთ გულს! (იგავ. 27:11).
-
-
„შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, გოგ“წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
16 როდის შეიჭრება „გოგი მაგოგის მიწიდან“ სულიერ მიწაზე? წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „უკანასკნელ წლებში შეიჭრები მათ მიწაზე“ (ეზეკ. 38:8). ეს სიტყვები მიანიშნებს იმ დროზე, რომელსაც ქვეყნიერების აღსასრული მოჰყვება. როგორც ვიცით, „დიდი გასაჭირი“ დაიწყება „დიდი ბაბილონის“ ანუ ცრურელიგიური სამყაროს განადგურებით, რის შემდეგაც, არმაგედონის დაწყებამდე, „გოგი“ ღვთის თაყვანისმცემლებზე საბოლოო, ფართომასშტაბიან იერიშს მიიტანს.
-