-
„დაუნაწილეთ ეს მიწა სამკვიდროდ“წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
„გეძლევათ ეს მიწა სამკვიდროდ“
5, 6. ა) რომელი მიწა უნდა დაენაწილებინათ ებრაელებს? (იხილეთ სურათი 211-ე გვერდზე) ბ) რა მნიშვნელობა ჰქონდა ხილვას?
5 წაიკითხეთ ეზეკიელის 47:14. ხილვაში იეჰოვამ ეზეკიელის ყურადღება მიმართა იმ მიწისკენ, რომელიც მალე ედემის ბაღს დაემსგავსებოდა (ეზეკ. 36:35). ღმერთმა წინასწარმეტყველს უთხრა: „ამ მიწას ისრაელის 12 ტომი მემკვიდრეობად დაინაწილებთ“ (ეზეკ. 47:13). „მიწაში“ იეჰოვა ისრაელის მიწას გულისხმობდა, რომელსაც გადასახლებიდან დაბრუნებული ებრაელები დაიმკვიდრებდნენ. ეზეკიელის 47:15—21-დან კი ვიგებთ, რომ ღმერთი ზედმიწევნით აცნობს წინასწარმეტყველს აღთქმული მიწის საზღვრებს.
6 რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ხილვას? იეჰოვას მიერ ზედმიწევნით მითითებული საზღვრები დაარწმუნებდა ეზეკიელსა და მის თანამემამულეებს, რომ ისინი ნამდვილად დაბრუნდებოდნენ მშობლიურ მიწა-წყალზე. ამ დაპირების მოსმენა უდავოდ სიხარულით აუვსებდა გულს. მართლა დაიმკვიდრა ღვთის ხალხმა აღთქმული მიწა? რა თქმა უნდა!
7. ა) რა მოხდა ძვ. წ. 537 წელს და რას მოგვაგონებს ეს? ბ) რომელ კითხვაზე მივიღებთ პასუხს?
7 ძვ. წ. 537 წელს, ხილვის ნახვიდან დაახლოებით 56 წლის შემდეგ, ათასობით ებრაელი ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა და ისრაელის მიწაზე დამკვიდრდა. ეს მოგვაგონებს იმას, რაც „ბოლო დღეებში“ ხდება. ჩვენს დროშიც ღვთის ხალხმა „სამკვიდრო მიწა“ მიიღო; იეჰოვამ მათ სულიერი მიწა დაამკვიდრებინა. ისრაელების მიერ აღთქმული მიწის დამკვიდრებიდან ბევრ რამეს ვიგებთ იმაზე, თუ ჩვენს დროში როგორ დაიმკვიდრებდა ღვთის ხალხი სულიერ მიწას. სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მოდი ჯერ პასუხი გავცეთ ერთ კითხვას: რის საფუძველზე ვასკვნით, რომ დღეს სულიერი მიწა არსებობს?
8. ა) რითი ჩაანაცვლა იეჰოვამ ისრაელი ერი? ბ) რა არის სულიერი მიწა ანუ სულიერი სამოთხე? გ) როდიდან არსებობს სულიერი მიწა და ვინ მკვიდრობს მასზე?
8 მანამდე ნანახ ერთ-ერთ ხილვაში, იეჰოვამ ეზეკიელს გაუცხადა, რომ აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველებები უფრო ფართო მასშტაბით მას შემდეგ შესრულდებოდა, რაც მისი „მსახური დავითი“, იესო ქრისტე, გამეფდებოდა (ეზეკ. 37:24). ეს ასეც მოხდა 1914 წელს. იმ დროისთვის უკვე დიდი ხანი იყო გასული, რაც ღმერთს ისრაელი ერი სულიერი ისრაელით, ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფით, ჰყავდა ჩანაცვლებული (წაიკითხეთ მათეს 21:43; 1 პეტრეს 2:9). თუმცა იეჰოვას მხოლოდ ისრაელი ერი კი არ ჩაუნაცვლებია სულიერი ისრაელით, არამედ ისრაელის მიწაც ჩაანაცვლა სულიერი მიწით ანუ სულიერი სამოთხით (ეს. 66:8). როგორც ამ წიგნის მე-17 თავიდან გავიგეთ, სულიერი მიწა არის უსაფრთხო ადგილი, სადაც 1919 წლიდან დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები ღმერთს სცემენ თაყვანს (იხილეთ ჩარჩო 9ბ „რატომ 1919?“). დროის სვლასთან ერთად მიწიერი იმედის მქონე „სხვა ცხვარიც“ დასახლდა სულიერ მიწაზე (იოან. 10:16). მართალია, დღეს უკვე ვმკვიდრობთ სულიერ სამოთხეში, მაგრამ არმაგედონის შემდეგ სრულად გავიხარებთ იმ კურთხევებით, რომლებიც სულიერ სამოთხეში გველის.
-
-
„დაუნაწილეთ ეს მიწა სამკვიდროდ“წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
13 მიწა. იეჰოვას მითითებისამებრ, მოსეს მრავალრიცხოვანი ტომებისთვის უფრო დიდი სამკვიდრო უნდა მიეცა, მცირერიცხოვანი ტომებისთვის კი — მომცრო (რიცხ. 26:52—54). მაგრამ ეზეკიელს იეჰოვამ უთხრა, რომ ყველა ტომს თანაბარი სამკვიდრო ერგებოდა (ეზეკ. 47:14). ამგვარად, თითოეული ტომისთვის სამკვიდროდ გამოყოფილი მიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებს შორის თანაბარი მანძილი იყო. ისრაელთაგან უკლებლივ ყველას, იმისდა მიუხედავად, თუ 12 ტომიდან რომელს მიეკუთვნებოდა, შეეძლო მოსავლის მოწევა ნაყოფიერ აღთქმულ მიწაზე.
-