-
«ქალაქს ერქმევა: „იეჰოვაა იქ“»წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
„მის შუაგულში ქალაქი იქნება“
5, 6. ა) ვის ეკუთვნოდა ქალაქი? ბ) რა არ იგულისხმება ქალაქში? ახსენით.
5 წაიკითხეთ ეზეკიელის 48:15. რა მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქსა და მის გარშემო მდებარე მიწას? (ეზეკ. 48:16—18). ხილვაში იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა, რომ ქალაქის საკუთრებად გაღებული მიწა მთელი ისრაელისთვის იქნებოდა განკუთვნილი (ეზეკ. 45:6, 7). ამგვარად, ქალაქი და მის გარშემო მდებარე მიწა არ შედიოდა იეჰოვასთვის შეწირულ „წმინდა მიწაში“ (ეზეკ. 48:9). მოდი ახლა ვიმსჯელოთ, თუ რისი სწავლა შეგვიძლია ქალაქის მაგალითზე.
6 ამ საკითხის განხილვამდე ჯერ გავიგოთ, რა არ იგულისხმება ქალაქში. მასში არ იგულისხმება აღდგენილი იერუსალიმი, სადაც ტაძარი იდგა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ეზეკიელის მიერ ნანახ ქალაქში ტაძარი არ იყო. ქალაქში არც ისრაელის რომელიმე სხვა ქალაქი იგულისხმება, რადგან გადასახლებიდან დაბრუნებულ ებრაელებსა თუ მათ შთამომავლებს არასოდეს გაუშენებიათ ისეთი ქალაქი, როგორიც ეზეკიელმა იხილა. გარდა ამისა, ქალაქში არც ზეციერი ქალაქი იგულისხმება, რადგან ის თაყვანისმცემლობისთვის გამოყოფილ წმინდა მიწაზე არ მდებარეობდა (ეზეკ. 42:20).
7. რა ქალაქი იხილა ეზეკიელმა და, სავარაუდოდ, რა იგულისხმება მასში? (იხილეთ სურათი 218-ე გვერდზე)
7 მაშ, რა იგულისხმება ეზეკიელის მიერ ნანახ ქალაქში? ყურადღება მიაქციეთ, რომ ეზეკიელმა ქალაქიც და მიწაც ერთსა და იმავე ხილვაში ნახა (ეზეკ. 40:2; 45:1, 6). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „მიწაში“ სულიერი მიწა იგულისხმება. შესაბამისად, „ქალაქშიც“ სულიერი ქალაქი უნდა ვიგულისხმოთ. ისმის კითხვა: რას მოიაზრებს სიტყვა „ქალაქი“? როგორც წესი, „ქალაქში“ დასახლებული პუნქტი იგულისხმება. ამგვარად, წინასწარმეტყველის მიერ ხილვაში ნანახი კვადრატის ფორმის ქალაქი, როგორც ჩანს, წარმოადგენდა ცენტრს, სადაც ადმინისტრაციული ორგანო მდებარეობდა.
8. რას განაგებს ადმინისტრაციული ორგანო და რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
8 რას განაგებს ეს ადმინისტრაციული ორგანო? ეზეკიელის ხილვიდან ვიგებთ, რომ მისი მმართველობა სულიერ მიწაზე ვრცელდება. შესაბამისად, ეს ადმინისტრაციული ორგანო სულიერ სამოთხეში ღვთის ხალხის საქმიანობას ხელმძღვანელობს. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ქალაქი თაყვანისმცემლობისთვის გამოყოფილ მიწაზე არ მდებარეობდა? ეს მიუთითებს იმაზე, რომ მასში ზეციერი კი არა, დედამიწაზე არსებული მმართველობა იგულისხმება, რომელიც სულიერი სამოთხის მკვიდრთა კეთილდღეობას ემსახურება.
-
-
შეწირული მიწაწმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
ე. „დარჩენილი მიწა“
მიწის ეს ნაწილი განკუთვნილი იყო მთელი ისრაელისთვის. ის გამოყოფილი იყო ქალაქისთვის — დასასახლებლად და საძოვრებად
-